» » ზიდანის შეცდომები, რისი წყალობითაც "ბარსელონა" საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1589
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 26-04-2017, 14:44
26-04-2017, 14:44

ზიდანის შეცდომები, რისი წყალობითაც "ბარსელონა" საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა

კატეგორია: სიახლეები, ლა ლიგა, ბლოგი

ზიდანის შეცდომები, რისი წყალობითაც "ბარსელონა" საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა
ზინედინ ზიდანი არაფერზე ნანობს: არც სასტარტო შემადგენლობაზე, არც სხვა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე. ყოველ შემთხვევაში, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ასე განაცხადა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფრანგმა მწვრთნელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც გუნდი "კლასიკოში" დამარცხდა...

გარეთ ბეილი სასტარტოში სათამაშოდ მზად არ იყო

უელსელს განვლილი მატჩი სათადარიგოთა სკამზე უნდა გაეტარებინა, მაგრამ ზიდანმა გარისკა და ახლად გამოჯანმრთელებული ბეილი სასტარტოში ათამაშა. ის შეცდა, რადგან გარეთმა 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო.

BBC სასტარტო შემადგენლობაში

ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გარეთ ბეილი გაზონზე დაეცემოდა, BBC-ს ტრიო ამტკიცებდა, რომ "რეალის" სასტარტო შემადგენლობის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. როცა BBC მოედანზეა, გუნდი ერთ მუშტად შეკრული არ არის. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებში ეგოიზმია.

მარკო ასენსიო და ისკო სათადარიგოთა სკამზე

იმაზე უარესი, ვიდრე BBC-ს ტრიოს მოედანზე ხედავდე, ასენსიოსა და ისკოს სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ლუკას ვასკესის ტრიბუნაზე ყოფნაა. ასენსიო შესანიშნავ ფორმაშია და როცა ის მოედანზეა, გუნდი სხვაგვარად თამაშობს: თავის სტილში, დაბალანსებული 4-4-2 სქემით. როცა კრიშტიანუ "ცხრიანის" პოზიციაზეა, სულ სხვა "რეალს" ვხედავთ. ხელმძღვანელობიდან ზიდანისთვის არავის უთქვამს, რომ BBC-ს ტრიო ხელშეუხებელია და მუდმივად ძირითადში უნდა იყოს. პირიქით, ბევრს საპირისპირო მოსაზრება აქვს. BBC-ს სასტარტოში გამწესებით ზიდანი გუნდს მხოლოდ ზიანს აყენებს.

მატჩის წაკითხვის არცოდნა

წაგების ერთ-ერთი მიზეზი კიდევ ის გახლავთ, რომ მადრიდელებმა ეს მატჩი ვერ წაიკითხეს. გაუგებარია, თუ როგორ მოუწყო "ბარსელონამ" "რეალს" 91-ე წუთზე "სიურპრიზი". "სამეფო კლუბის" ექვსი ფეხბურთელი კატალონიელთა ნახევარზე იმყოფებოდა, როცა სერხი რობერტო ბურთს დაეუფლა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.