MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მსაჯის სადავო გადაწყვეტილებები "ელ კლასიკოში"

კატეგორია: სიახლეები, ლა ლიგა, ბლოგი თარიღი: 26-04-2017, 14:54
მსაჯის სადავო გადაწყვეტილებები "ელ კლასიკოში"

კვირას გამართულ "ელ კლასიკოში" ერნანდეს ერნანდესისა და მისი სამსაჯო ბრიგადის მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანი იქნება. სწორედ ამიტომ Marca მსაჯის ხუთ სადავო გადაწყვეტილებას განიხილავს...

• რამოსის გაძევება

78-ე წუთზე "რეალი" რამოსის გაძევების შემდეგ მინდორზე ათი კაცით დარჩა.

ყოფილმა არბიტრმა ხუან ანდუხარ ოლივერმა ამ ეპიზოდს შემდეგი კომენტარი გაუკეთა:

"ეს მესის წინააღმდეგ სახიფათო ჯარიმა იყო. რამოსი მეტოქისკენ გაშლილი ფეხებით წავიდა. ეჭვგარეშეა, რომ აქ წითელი ბარათი იყო".

• კაზემიროს არგაძევება

"ბარსელონას" ფეხბურთელები პირველ ტაიმში კაზემიროს გაძევებას ითხოვდნენ.

"მატჩის მე-12 წუთზე ფეხბურთელი მესის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის პირველ ყვითელ ბარათს იღებს. იქ ყვითელი ნამდვილად დამსახურებული იყო. 45-ე წუთზე ბრაზილიელს ისევ მესის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის და მეტოქის კონტრშეტევის ჩაშლისთვის მეორე ყვითელი უნდა მიეღო. ერნანდეს ერნანდესი შეცდა. მას კაზემირო უნდა გაეძევებინა" - განაცხადა ანდუხარ ოლივერმა.

• მარსელოს არგაძევება

მე-20 წუთზე მესი მარსელოსთან შეჯახების შემდეგ გაზონზე დაეცა.

"ბრაზილიელმა ახტომისას იდაყვი გამოიყენა. ერნანდეს ერნანდესს ფეხბურთელის გაძევება თავისუფლად შეეძლო იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის სისხლი წამოვიდა არგენტინელის პირიდან ამ ეპიზოდის შემდეგ" - აღნიშნა ანდუხარ ოლივერმა.

• კაზემიროს გოლი

28-ე წუთზე კაზემირომ რამოსის დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა. ანდუხარ ოლივერის აზრით, მარსელოს გამჭოლი გადაცემის შემდეგ რამოსი თამაშგარეში არ იმყოფებოდა. ამიტომ, გოლი სამართლიანად ჩაითვალა.

• შესაძლო პენალტი რონალდუზე

მატჩის მეორე წუთზე უმტიტი თავის საჯარიმოში რონალდუს წამოედო და ამ სიტუაციაში მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პენალტის დასანიშნად არასაკმარისი კონტაქტი იყო.

რონალდუმ მესის გოლის შემდეგ მარსელო დაადანაშაულა

კრიშტიანუ რონალდუმ "ელ კლასიკოს" ბოლო წუთებზე მარსელოს ასპარეზობით უკმაყოფილება გამოხატა, როცა 92-ე წუთზე ლიონელ მესიმ სერხი რობერტოს მიერ წამოწყებული კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა......

"რეალი" რამოსის გაძევებას გაასაჩივრებს

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის 33-ე ტურში გამართულ "ელ კლასიკოში" სერხიო რამოსის გაძევებით უკმაყოფილო დარჩა......

მოდრიჩი: "როცა მსაჯი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამას ვერავინ ამჩნევს"

ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "რეალი" - "ბაიერნის" მატჩის მსაჯობაზე ისაუბრა......

რამოსი, მოდრიჩი და კროოსი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

ზინედინ ზიდანს ახალი თავსატკივარი გაუჩნდა: სერხიო რამოსის, ლუკა მოდრიჩის და ტონი კროოსის ყვითელი ბარათები. თუ ესპანელს და ხორვატს მეოთხედფინალის პირველი მატჩის წინ ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდათ და საპასუხო მატჩის გამოტოვება...

"ვილიარეალმა" ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა, ბრუნოს ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა"

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ამჟამად კი გაზეთ Marca-ს ექსპერტმა, რაფა გერერომ, "ვილიარეალისა" და "რეალის" დაპირისპირებაში მთავარი მსაჯის ხესუს ხილ მანსანოს სადავო გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა......

"რეალი" დანილოს ყვითელ ბარათს გაასაჩივრებს

"რეალისა" და "ვილიარეალის" (3:0) შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კლოს გომესმა, კაზემიროს მიერ წესების დარღვევის შემდეგ, ყვითელი ბარათი დანილოს უჩვენა......

ზიდანის დაბრუნება

ათწლიანი პაუზის შემდეგ, ფრანგი კატალონიას კვლავ ეწვევა......

ბუტრაგენიო: "პირველ ტაიმში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა"

ემილიო ბუტრაგენიომ ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.