რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალი" დუბლისთვის ბრძოლაში ფავორიტია

"რეალი" დუბლისთვის ბრძოლაში ფავორიტია

28-04-2017, 14:07
ავტორი: ZZ
ნახვა: 944
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალი" დუბლისთვის ბრძოლაში ფავორიტია
ყველაფერი "სამეფო კლუბის" ხელშია...

მიუხედავად "კლასიკოში" მარცხისა, ზინედინ ზიდანის გუნდი ამჟამად შესანიშნავ მდგომარეობაშია. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს და ლა ლიგაში მეორე პოზიციაზეა. ზუსტად იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც "ბარსელონას", მაგრამ უშუალო კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლები.

"რეალი" ორივე ტურნირზე თავის თავზეა დამოკიდებული. უკანასკნელად მადრიდული გრანდი ორივე ტიტულისთვის 2003 წელს იბრძოდა, როცა მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იყო, ხოლო გუნდში რონალდო, ზიდანი, რობერტო კარლოსი თამაშობდნენ... მაშინაც ყველაფერი "სამეფო კლუბზე" იყო დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში გუნდი მხოლოდ სამეფო თასს დასჯერდა. ნახევარფინალში "ბლანკოსი" ტურინის "იუვენტუსს" უპირისპირდებოდა და ტურნირს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ლუიშ ფიგუმ პენალტი ვერ გამოიყენა.

ახლა მადრიდელები ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. გუნდს ლა ლიგაში ხუთი მატჩი ელოდება, როცა "ბარსელონას" ოთხი აქვს სათამაშო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდული დერბის ცქერა მოგვიწევს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.