MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" ზედიზედ 57 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 28-04-2017, 18:08
"რეალი" ზედიზედ 57 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

ოთხშაბათ საღამოს "დეპორტივოსთან" (2:6) გამართულ მატჩში მადრიდის "რეალს" გოლის გასატანად სულ რაღაც 53 წამი დასჭირდა. ალვარო მორატას გოლის წყალობით "სამეფო კლუბმა" თავისი შედეგიანი სერია გააგრძელა. ზინედინ ზიდანის გუნდი ზედიზედ 57 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს...

უკანასკნელად ზიდანის შეგირდებმა გოლის გატანა 2016 წლის 26 აპრილს ვერ მოახერხეს, როცა "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად "მანჩესტერ სიტის" (0:0) დაუზავდა. ასე რომ, თუ "სამეფო კლუბი" 2 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" გოლის გატანას მოახერხებს, თავის საგოლე სერიას 367 დღემდე გააგრძელებს, რომელიც 2016 წლის 30 აპრილს "რეალ სოსიედადთან" მატჩში დაიწყო.

მაგრამ მანამდე "რეალს" შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალენსიასთან" დაპირისპირება უწევს. თუ ზინედინ ზიდანის გუნდი გოლს ხვალაც გაიტანს, 57-მატჩიან საგოლე სერიას გააგრძელებს. ამ დროის განმავლობაში მადრიდელებმა 157 გოლი გაიტანეს და 69 გაუშვეს.

საინტერესო ისაა, რომ "რეალმა" ამ სერიის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით 414 დარტყმა განახორციელა და ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა: საშუალოდ ყოველი 2,5 მცდელობის შემდეგ გოლის გატანას ახერხებდა.

"რეალის" მორიგი რეკორდი ლა ლიგაში

მადრიდელებმა გოლის გატანა ბოლო 25 გასვლით მატჩში შეძლეს......

"რეალი" ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე 1 წელიწადია დაუმარცხებელია

მადრიდული გრანდი ქვეყნის პირველობაზე საკუთარ მოედანზე 18 მატჩია არ დამარცხებულა......

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი დაამხო

მადრიდის "რეალმა" მორიგი რეკორდი დაამხო......

"რეალმა" ზედიზედ 44-ე მატჩში გაიტანა და "ბარსელონას" მიღწევა გაიმეორა

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის 24-ე ტურში სტუმრად "ვილიარეალი" (2:3) დაამარცხა......

"რეალი" ზედიზედ 43 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალი" ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდს ზრდის......

"რეალმა" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

"სამეფო კლუბმა" ლა ლიგის 23-ე ტურში "ესპანიოლთან" (2:0) მოპოვებული გამარჯვებით ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა......

"რეალი" მორიგ რეკორდს უახლოვდება

"ოსასუნასთან" გამარჯვება, რომელიც გუნდმა კრიშტიანუ რონალდუს, ისკოსა და ლუკას ვასკესის გოლებით მოიპოვა, ზედიზედ მე-40 მატჩი გამოდგა, სადაც მადრიდის "რეალმა" მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა. უკანასკნელად "სამეფო კლუბმა" გოლის გატანა 2016...

ზიდანის "რეალი" ლა ლიგის გასვლით მატჩებში გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს

მადრიდელებმა ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გოლის გატანა თოთხმეტივე გასვლით შეხვედრაში მოახერხეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.