MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რონალდუ: "გოლების გატანა ჩემი ამოცანაა. გუნდმა მთელი მატჩი კარგად ჩაატარა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 3-05-2017, 01:38
რონალდუ: "გოლების გატანა ჩემი ამოცანაა. გუნდმა მთელი მატჩი კარგად ჩაატარა"

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკოს" (3:0) ჰეთ-ტრიკი შეუსრულა, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...

"მთელ გუნდს უნდა მივულოცოთ და არამარტო მე. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. გოლების გატანა ჩემი ამოცანაა. თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და გოლებიც ლოგიკური იყო. რა თქმა უნდა, ამ გოლებით გახარებული ვარ, მაგრამ მთავარია გუნდმა სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. სხვა მომენტებში კი ობლაკი ფენომენალური იყო და კარგი სეივებიც განახორციელა".

"ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ჰეთ-ტრიკი შევასრულე და "რეალის" მაისურით მე-400 გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ მთავარი გუნდის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებაა".

"მართალია, პირველ მატჩში ფენომენალურ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ წყვილში ისევ არაფერია გარკვეული. ოთხშაბათსაც ბევრი მუშაობა მოგვიწევს. "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდია და ნახევარფინალში შემთხვევით არ იმყოფება".

"რაც შეეხება "ბერნაბეუს" ოვაციებს, ჩემი თხოვნა მხოლოდ ის იქნება, რომ არ დამისტვინონ. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათთვის ბოლომდე დავიხარჯო".

ზიდანი: "დღეს ძლიერები ვიყავით, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკოსთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

სიმეონე: "ვაგრძელებ იმაზე ფიქრს, რომ ფინალში გასვლის შანსი ისევ გვაქვს"

"ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში "რეალთან" (0:3) განადგურების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

პეპე: ""რეალი" ძალიან მიყვარს და ჩემი მიზანი კარიერის მადრიდში დასრულებაა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების კომენტარები "ლეგიასთან" (5:1) მატჩის შემდეგ......

კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემპიონთა ლიგა უნიკალური ტურნირია"

კრიშტიანუ რონალდუმ გაზეთ AS-ის ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

რონალდუ: "ზიდანი ქარიზმატული პიროვნებაა"

კრიშტიანუ რონალდუმ "პიჩიჩის" მესამედ მოგების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

ბეილი: "გოლების გატანა სასიამოვნოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა"

გარეთ ბეილი, რომელმაც "დეპორტივოსთან" (5;0) ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ჟურნალისტებს გაესაუბრა......

ბენიტესი: "ხამესმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა"

რაფა ბენიტესი "ეიბართან" (0:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.