MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "დღეს ძლიერები ვიყავით, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 3-05-2017, 13:59
ზიდანი: "დღეს ძლიერები ვიყავით, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკოსთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

თამაში

"შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მართალია, სამი გოლი გავიტანეთ და კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ იქამდე, სანამ არბიტრი საპასუხო მატჩს არ დაასრულებს, გადაწყვეტილი არაფერია. თუმცა, დღეს შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. ბიჭებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და მათი ასპარეზობით ძალიან ვამაყობ. პირველ შეხვედრაში ამაზე უკეთეს შედეგს ვერც ვინატრებდით. რა თქმა უნდა, ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ, მაგრამ ხვალიდან უკვე ლა ლიგაზე ფიქრს დავიწყებთ, რადგან შაბათს რთული მატჩი გველოდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ საპასუხო შეხვედრაზე. ვიმეორებ, ჩვენს ნახევარფინალურ წყვილში გარკვეული ჯერ არაფერია".

გუნდი

"მატჩში თავიდანვე კარგად ჩავერთეთ. ისკო პოზიციებს შორის ჩინებულად მოქმედებდა და ამის წყალობით მომენტები შევქმენით. შემდეგ ორი ცვლილება განვახორციელეთ, რამაც ჩვენს თამაშს სიღრმისეულობა და საჭირო ბალანსი მისცა".

კრიშტიანუ

"მის შესახებ არაფერს ვიტყვი. რონალდუს თამაში ყველაფერზე მეტყველებს. ის უნიკალური ფეხბურთელია. გარდა ამისა, ჭკვიანი ადამიანია და აცნობიერებს, რომ ზოგჯერ დასვენება სჭირდება. არ ვიცი, ეს როტაციას უკავშირდება თუ არა, მაგრამ ნახეთ, რამდენი გოლი გააქვს ახლა".

საპასუხო მატჩი

"დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მეტოქე თამაშითაც და შედეგითაც დავჯაბნეთ, მაგრამ რაც შეეხება საპასუხო მატჩს, აქ დიეგო სიმეონა ნამდვილად მართალია: რთული თამაში გველოდება".

თავისი მომავალი

"რეალში" ბედნიერი ვარ და ამ ფეხბურთელებთან ერთად ყოველდღიური მუშაობისგან სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, ხოლო ნებისმიერი სამუშაო სერიოზული გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს".

დღევანდელი "რეალის" უძლიერესი მხარე

"ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და თავდაჯერებულობას ვგრძნობთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელების კლასი ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების საშუალებას გვაძლევს".
Bibich 3 მაი 2017 14:11

გენიოსი კაცი!
Mamuka 3 მაი 2017 20:52

ზიდან საღოლ

სიმეონე: "რეალის" შეტევები უნდა შევაჩეროთ. პირველი წუთები განსაკუთრებით რთული იქნება"

"ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუ ყველაფერს საფეხბურთო მინდორზე ამტკიცებს"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "ბაიერნთან" (4:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ბაიერნთან" (1:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ჯერ კვლავ არაფერია გადაწყვეტილი"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ნაპოლისთან" (3:1) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

მარსელო: "საპასუხო მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ"

მარსელო, კაზემირო და კასილია "სელტასთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ......

ზიდანი: "ბეილს რონალდუს დონეზე თამაში შეუძლია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 36-ე ტურში " რეალ სოსიედადთან" (0:1) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ეს განსაკუთრებული ღამე იყო და ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ვოლფსბურგთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით"

ზინედინ ზიდანმა "მალაგასთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.