» » ამ ზაფხულის ვარსკვლავური ტრანსფერი - მარკო ასენსიო
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1498
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-05-2017, 18:05
4-05-2017, 18:05

ამ ზაფხულის ვარსკვლავური ტრანსფერი - მარკო ასენსიო

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ამ ზაფხულის ვარსკვლავური ტრანსფერი - მარკო ასენსიო
ის, რასაც მარკო ასენსიო ყოველ მატჩში აკეთებს, უბრალოდ საოცრებაა. გასულ ზაფხულს ზინედინ ზიდანმა ამ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ დარჩენა შესთავაზა. დრომ გვიჩვენა, თუ რა საოცარ კლასს ფლობს ასენსიო...

შეგვიძლია ფრანგი სპეციალისტი გავაკრიტიკოთ იმისათვის, რომ ფეხბურთელს უფრო მეტ სათამაშო დროს არ აძლევს, როგორც იმსახურებს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასენსიო ჩამოყალიბების პროცესშია. მარკოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ "რეალში" მომავალი ათწლეულის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. არამარტო იმიტომ, რომ კლასი აქვს, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მას ამაში ფიზიკური მონაცემები და მომავალი პროგრესირების ღრმა სპექტრი უწყობს ხელს.

ქებამ, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იღებს, მისი სწორი გზიდან გადასვლა ვერ გამოიწვია. ასენსიო სეზონის დასკვნით ნაწილში დაუღალავი მუშაობის შედეგებს იმკის. შესაძლოა ნაკლებად გავრცელებული გვარით, მოდური ვარცხნილობითა და მთელ სხეულზე სვირინგებით ის უკვე 100 მლნ. ევროდ შეეფასებინათ. საბედნიეროდ, "რეალი" ასენსიოსთან მიმართებაში შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და ფეხბურთელი წინასწარ შეიძინა, რომელმაც დიდი შანსია "ბერნაბეუს" თავი შეაყვაროს. ასენსიო ვარსკვლავია, რომელიც თავის ნიჭს გუნდის სასარგებლოდ იყენებს. მისი ვარსკვლავი უკვე ციმციმებს და ის აქ დიდხანს დარჩება.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
<
Jigga

4 მაი 2017 22:56

ინფორმაცია კომენტარზე
  • ჯგუფი: მომხარებელი
  • Skype:
  • რეგისტრაცია: 23.05.2016
  • სტატუსი: Offline
  • სტატია: 0
  • კომენტარი: 53
არ უყიდიათ... ეს აკადემიიდან გადმოვიდა...
<
ZZ

4 მაი 2017 23:25

ინფორმაცია კომენტარზე
  • ჯგუფი: ადმინისტრატორი
  • Skype:
  • რეგისტრაცია: 11.05.2015
  • სტატუსი: Offline
  • სტატია: 7862
  • კომენტარი: 4
ციტატა: Jigga
არ უყიდიათ... ეს აკადემიიდან გადმოვიდა...

მალიორკადან შეიძინეს ასენსიო, 1-წლიანი არენდით დატოვეს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და გასულ ზაფხულს უკვე გუნდს შეუერთდა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.