» » ზიდანის ფილოსოფიური ქვა: როტაციები
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1046
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 6-05-2017, 02:22
6-05-2017, 02:22

ზიდანის ფილოსოფიური ქვა: როტაციები

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ზიდანის ფილოსოფიური ქვა: როტაციები
ზიდანის მიდგომა შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად კი ხშირი როტაციები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, როცა გუნდი სეზონის ფინიშს უახლოვდება. ცნობილი გამონათქვამი "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის", წლევანდელი სეზონის "რეალს" იდეალურად შეეფერება...

ახლა "რეალი" ორ ფრონტზე იბრძვის: ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ზიდანის გუნდის მთავარი კონკურენტები "ბარსელონა" და "ატლეტიკო" არიან. გაზეთ Marca-ს სტატისტიკის მიხედვით, "რეალის" ფეხბურთელები როტაციების წყალობით სეზონის გადამწყვეტ მატჩებს უფრო დასვენებულები ხვდებიან.

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" 9 ფეხბურთელი მოედანზე ჩატარებული წუთებით ტონი კროოსს აღემატებიან, რომელიც "რეალში" ამ ასპექტში საუკეთესოა - 3720 წუთი ამ სეზონში. კოკემ, გრიზმანმა, მესიმ, სუარესმა მინდორზე 4000 წუთზე მეტი გაატარეს.

"რეალის" შემადგენლობაში 3000 წუთზე მეტი 7-მა ფეხბურთელმა ითამაშა: კროოსმა, კრიშტიანუმ, მარსელომ, კარვახალმა, რამოსმა, კეილორ ნავასმა და ნაჩომ. "ბარსელონას" ასეთი 9 ფეხბურთელი ჰყავს, "ატლეტიკოს" კი - 10.

დატვირთვა ბოლო თვეებში

გარდა ამისა, ბოლო ორი თვის განმავლობაში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" 5-მა ფეხბურთელმა იმაზე მეტი ითამაშა, ვიდრე "რეალის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა. ბოლო ორ თვეში "რეალის" ფეხბურთელებიდან მინდორზე ყველაზე მეტი დრო სამმა მცველმა გაატარა: სერხიო რამოსმა (1187 წუთი), ნაჩომ (1178) და მარსელომ (1143). "ატლეტიკოს" ოთხმა ფეხბურთელმა ამ სამ მათგანზე მეტი ითამაშა. ესენი არიან: ობლაკი, კოკე, ფილიპე ლუისი, გრიზმანი.

გუნდი "A" და გუნდი "B"

ზიდანის ცნობილმა "B" გუნდმა ბოლო ორ თვეში გუნდს არამარტო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოუტანა. ასენსიომ, ისკომ, ხამესმა, დანილომ, ლუკას ვასკესმა, კოვაჩიჩმა და მორატამ დაამტკიცეს, რომ "A" გუნდში თამაშს იმსახურებენ. გარდა ამისა, მათ ერთად 3727 წუთი გაატარეს და მატჩებით დატვირთულ "A" გუნდს საქმე შეუმსუბუქეს.

ბოლო ორ თვეში "A" გუნდმა მინდორზე თითქმის იმდენივე დრო გაატარა, რამდენიც "B" გუნდმა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.