» » ტეო ერნანდესი - "რეალში" გადაბარგების მიზეზები
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1568
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 9-05-2017, 22:01
9-05-2017, 22:01

ტეო ერნანდესი - "რეალში" გადაბარგების მიზეზები

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ბლოგი

ტეო ერნანდესი - "რეალში" გადაბარგების მიზეზები
ფრანგმა მარცხენა მცველმა "ბარსელონას" "რეალი" ამჯობინა...

მიუხედავად ტეო ერნანდესის გარემოცვისა, რომელიც მას "ბარსელონაში" გადაბარგებას ურჩევდა, 19 წლის ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ კარიერის განსავითარებლად უკეთესი ადგილი "რეალი" იყო. მის გადაწყვეტილებაში რამდენიმე საიდუმლო დევს. ტეო აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ "ატლეტიკოს" აღზრდილის შეძენით მისი მოსისხლე მტერი დაინტერესდა. ერნანდესს "რეალის" მაისურის მორგების დიდი სურვილი ჰქონდა.

ფრანგი მარცხენა მცველი იმასაც არ შეუშინდა, რომ "რეალში" დიდი ხანია დაცვის მარცხენა ფლანგი მარსელოს აქვს დარეზერვებული. გარდა ამისა, პრესაში ხშირად იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ჟორდი ალბა დატოვებს. თუმცა, ტეომ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.

გარდა ამისა, ტეოს "სამეფო კლუბში" გადაბარგების სურვილი იმანაც განაპირობა, რომ თავის ძმასთან ახლოს იქნება, რომელიც "ატლეტიკოში" ასპარეზობს. საუბარია ლუკას ერნანდესზე. "ბარსელონა" მაინც მადრიდისგან შორს მდებარეობს. აღარაფერს ვამბობთ მიუნხენსა და ლივერპულზე, რომლებიც ფრანგის გადაბირების სურვილს იჩენდნენ.

და ბოლოს, ამ ტრანსფერის მთავარი არგუმენტი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. "რეალმა" 19 წლის ფეხბურთელს 5 წლის განმავლობაში 36 მლნ. ევრო შესთავაზეს: 6-6 მილიონი პირველ ორ სეზონში, 7 მილიონი 2019/2020 წლების სეზონში, 8 მილიონი 2020/2021 წლების სეზონში და 9 მილიონი 2021/2022 წლების სეზონში. თუმცა, მისი კონტრაქტის პირობები ბოლო მომენტში გააუმჯობესეს. შეთანხმების მიხედვით, რომელიც ტეომ წინასწარ გააფორმა, ფრანგი პირველ სეზონში მხოლოდ 3,5 მლნ. ევროს მიიღებს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.