რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბეილს მოურინიოსთან "იუნაიტედში" გადაბარგების თაობაზე წინასწარი შეთანხმება აქვს

ბეილს მოურინიოსთან "იუნაიტედში" გადაბარგების თაობაზე წინასწარი შეთანხმება აქვს

10-05-2017, 02:07
ავტორი: ZZ
ნახვა: 1609
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბეილს მოურინიოსთან "იუნაიტედში" გადაბარგების თაობაზე წინასწარი შეთანხმება აქვს
გარეთ ბეილმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს, იტყობინება Mirror ესპანურ გამომცემლობა Diario Gol-ზე დაყრდნობით...

ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან წინასწარი შეთანხმება აქვს იმის თაობაზე, რომ თუ უელსელი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებას მოისურვებს, "წითელ ეშმაკებს" აირჩევს. გარდა ამისა, ბეილი მანჩესტერელების წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

ამას ბრიტანელის ხშირი ტრავმიანობაც ემატება, რაც "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აღარ სიამოვნებს და მზადაა ბეილს სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეელიოს.

გარეთმა წლევანდელ სეზონში "რეალის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მან ტრავმის გამო ამ სეზონში 27 შეხვედრა გამოტოვა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.