რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფელიქს ბრიხი იმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფელიქს ბრიხი იმსაჯებს

12-05-2017, 16:21
ავტორი: ZZ
ნახვა: 752
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფელიქს ბრიხი იმსაჯებს
გერმანელმა არბიტრმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "რეალის" მონაწილეობით ექვსი მატჩი განსაჯა...

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "იუვენტუსის" ფინალურ მატჩს, რომელიც 3 ივნისს კარდიფში გაიმართება, გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის. ბრიხმა "რეალის" მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგაზე ექვს შეხვედრაში იმსაჯა. პირველი მატჩი 2009/10 წლის სეზონით თარიღდება, როცა მადრიდელები ჯგუფურ ეტაპზე "სან-სიროზე" "მილანს" (1:1) დაუზავდნენ.

გერმანელმა 2010/11 წლების სეზონში მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში "ტოტენჰემთან" (4:0) "ბერნაბეუზე" მატჩი განსაჯა, ხოლო 2011/12 წლებში სეზონში მეოთხედფინალში "აპოელთან" (0:3).

2012/13 წლების სეზონში ბრიხი მერვედფინალში "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" (1:1) პირველ შეხვედრას სჯიდა. 2013/14 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე "კოპენჰაგენთან" (0:2) მატჩი განსაჯა, 2014/15 წლების სეზონში კი "ატლეტიკოსთან" (1:0) მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში იმსაჯა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.