» » ზიდანი: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი დღეა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 813
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 22-05-2017, 15:46
22-05-2017, 15:46

ზიდანი: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი დღეა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა

ზიდანი: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი დღეა"
ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 38-ე ტურში "მალაგასთან" (0:2) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"მთელი 38 ტურის განმავლობაში ამის მისაღწევად ვიბრძოდით. ეს მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. წარმატების საწინდარი ის გახდა, რომ გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში ერთ მუშტად შეკრული იყო, ეს კი ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ბედნიერი დღეა. ამ კლუბთან ერთად ყველაფერი მოვიგე და ჩემპიონატის მოგება მაქსიმუმია".

"ჩემს განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. რთულია ყველას თანაბარი სათამაშო დრო მისცე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. თუ ბოლომდე იხარჯები და ასეთი შემადგენლობა გყავს, შეგიძლია ლა ლიგა მოიგო, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება".

"ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. 38 ტური დასრულდა და სეზონი პირველ ადგილზე დავასრულეთ. ბოლო მატჩებში "სევილია", "სელტა" და "მალაგა" დავამარცხეთ. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სირთულეებს ვაწყდებოდით, მაგრამ ეს გამარჯვებები გადამწყვეტი იყო".

"დღეს კარდიფზე ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ, გამარჯვებით დავტკბები. ცეკვის სურვილი მაქვს. ამას არ გავაკეთებ, მაგრამ შინაგანად ძალიან ბედნიერი ვარ".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
<
Bibich

22 მაი 2017 15:53

ინფორმაცია კომენტარზე
  • ჯგუფი: მომხარებელი
  • Skype:
  • რეგისტრაცია: 28.04.2017
  • სტატუსი: Offline
  • სტატია: 0
  • კომენტარი: 14
ასეთი ერთიანი გუნდი არის იშვიათი რამ..
ყველა ფეხბურთელი მოტივირებული იყო გადამწყვეტ სიტუაციებში, რაც ამ კაცის დამსახურებაა..
წელიწადნახევარია რაც გუნდშია და ყველა ტიტული აქვს მოგებული...
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.