რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "მილანი" მზადაა მორატას სანაცვლოდ 60 მლნ. ევრო გადაიხადოს

"მილანი" მზადაა მორატას სანაცვლოდ 60 მლნ. ევრო გადაიხადოს

24-05-2017, 11:51
ავტორი: ZZ
ნახვა: 543
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"მილანი" მზადაა მორატას სანაცვლოდ 60 მლნ. ევრო გადაიხადოს
"როსონერის" ამ ზაფხულს მადრიდის "რეალის" ესპანელი ფორვარდის გადაბირება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი...

"რეალში" დაბრუნების შემდეგ ალვარო მორატამ ქარიმ ბენზემას ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა ვერა და ვერ მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ ფორვარდს ფრანგზე ბევრად უკეთესი საგოლე მაჩვენებლები აქვს.

ესპანელ თავდამსხმელს უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. თუმცა, აცნობიერებს, რომ "რეალში" ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

"მილანი" სიტუაციით სარგებლობას გეგმავს. იტალიელთათვის მორატა ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა. ისინი ალვაროს შესაძლებლობებს კარგად იცნობენ. პლუს ამას, ესპანელ ფორვარდს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "მილანი" მზადაა მორატას სანაცვლოდ 60 მლნ. ევრო გადაიხადოს.

წლევანდელ სეზონში მორატამ ლა ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში აქტივში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.