MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვინისიუს ჟუნიორი: "რონალდუ და ბეილი ძალიან მომწონს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 26-05-2017, 21:50
ვინისიუს ჟუნიორი: "რონალდუ და ბეილი ძალიან მომწონს"

"ფლამენგოს" ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა Fox Sports-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალში" გადაბარგებაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს და გარეთ ბეილის თამაში ძალიან მოსწონს...

"კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი ძალიან მომწონს. თუმცა, ახლა მხოლოდ დიეგოსა და ხოსე პაულო გერეროსთან ერთად "ფლამენგოში" თამაშზე ვფიქრობ".

"მე არაფერი გადამიწყვეტია. ყველაფერი ჩემმა მშობლებმა და კლუბის წარმომადგენლებმა გააკეთეს. გუნდში კიდევ ერთი-ორი სეზონი უნდა გავატარო, რათა როგორც ფეხბურთელი ჩამოვყალიბდე".

"მიზნის მიღწევით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები და ვეცდები "ფლამენგოსთან" ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. "რეალზე" მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ".

"ფულზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ვთამაშობ და "ფლამენგოს" გულშემატკივრებს ვახარებ. "რეალში" გადაბარგებით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ჩემი ყურადღება ამჟამინდელ კლუბზეა მიმართული და არა "რეალზე".

"ჩემმა კლიენტმა "რეალი" აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" მეტ ფულს სთავაზობდა"

"ფლამენგოს" ფორვარდ ვინისიუს ჟუნიორის აგენტმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" მის კლიენტს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ ვინისიუსმა სპორტული თვალსაზრისით უპირატესობა მადრიდის "რეალს" მიანიჭა......

ვინისიუსი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე "რეალზე" და ფულზე არ ვფიქრობ"

"ფლამენგოს" 16 წლის ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი გახარებულია იმ ფაქტით, რომ 2018 წლის ზაფხულიდან მადრიდის "რეალში" ითამაშებს. თუმცა, ამ ეტაპზე არ ჩქარობს და ბრაზილიურ კლუბში თამაშზეა კონცენტრირებული......

ზიკომ "რეალს" და "ფლამენგოს" მოუწოდა ვინისიუსი ზეწოლისგან გაათავისუფლონ

მოგეხსენებათ, გუშინ, მადრიდის "რეალმა" "ფლამენგოს" 16 წლის ტალანტი ვინისიუს ჟუნიორი 45 მლნ. ევროდ ოფიციალურად შეიძინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდება ან უფრო ადრე, თუ ამას კლუბები გადაწყვეტენ......

ოფიციალური განცხადება: ვინისიუს ჟუნიორი

მადრიდის "რეალი" და "ფლამენგო" ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმდნენ......

კაზემირო: "ვინისიუსს დიდი პოტენციალი აქვს"

კარლოს ენრიკე კაზემირომ "ფლამენგოს" შემტევი ნახევარმცველის ვინისიუს ჟუნიორის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

Globoesporte: ვინისიუსმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა და "რეალში" იასპარეზებს

ბრაზილიური გამოცემა Globoesporte-ს ინფორმაციით, "ფლამენგოს" ნახევარმცველმა ვინისიუს ჟუნიორმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა და "რეალში" თამაშზე თანხმობა განაცხადა......

ბენზემამ მბაპეს ურჩია "მონაკოს" დატოვება არ იჩქაროს

ქარიმ ბენზემამ RMC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ბენზემა თვლის, რომ მბაპესთვის "მონაკოდან" წასვლა ნაადრევი იქნება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.