რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარკოს ლიორენტე "რეალში" ბრუნდება

მარკოს ლიორენტე "რეალში" ბრუნდება

31-05-2017, 23:57
ავტორი: ZZ
ნახვა: 1522
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარკოს ლიორენტე "რეალში" ბრუნდება
კანტერანომ "ალავესი" დატოვა...

მადრიდის "რეალის" აღზრდილმა მარკოს ლიორენტემ მთელი გასული სეზონი არენდით "ალავესში" გაატარა. ესპანელი მაურისიო პელეგრინოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და მათთან ერთად სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონასთან" მარცხი იწვნიეს, მაგრამ ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსები შეინარჩუნეს.

ლიორენტე "რეალს" დაუბრუნდება, სადაც მისი მთავარი კონკურენტი კაზემირო იქნება. იმის ალბათობა, რომ კანტერანო ზინედინ ზიდანის გეგმებში იქნება, ძალიან მაღალია და სავარაუდოდ, მარკოსი მომავალ სეზონს "რეალის" ძირითად გუნდში გაატარებს.

მარკოს ლიორენტემ ლა ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მან 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ხოლო სამეფო თასზე 9 მატჩიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა.

ესპანელი თავის Instagram-ზე "ალავესს" დაემშვიდობა:

"სეზონი სრულდება. ეს ჩემთვის განსაკუთრებული, დაუვიწყარი წელი იყო. გასულ ზაფხულს "ალავესში" გადაბარგება გადავწყვიტე. ეს ლა ლიგაში თამაშის კარგი შანსი იყო. კლუბში, რომელიც ტრადიციებით მდიდარია. ეს ძალიან საინტერესო პროექტი იყო. დღეს, 10 თვის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდში გადაბარგების გადაწყვეტილება გონივრული იყო. ვფიქრობ, აქ გავიზარდე როგორც პიროვნება და ფეხბურთელი. გარდა ამისა, მივხვდი, რომ კოლექტივის ძალას შეუძლია იმ მიზნების მიღწევაში დაგეხმაროს, რაც აქამდე მიუღწეველი გეგონა. ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. ამისათვის მადლობას ვუხდი თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს. მადლობა ყველას, ვინც ცოდნა მომცა და სხვებისგან გამომარჩევდა. ჩვენ შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ, რომელიც ძალიან კარგი მომენტებით აღსავსე იყო. კლუბს ნდობისა და შანსის მოცემისთვის მადლობას ვუხდი. მადლობას ყველას, ვინც ამ შესანიშნავ ქალაქში მიმიღო. ამას არასდროს დავივიწყებ. და რა თქმა უნდა, გულშემატკივრების წყალობით ლა ლიგაში მე-9 ადგილი დავიკავეთ და სამეფო თასის ფინალში ვიასპარეზეთ. ვიმედოვნებ, აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია "ალავესისთვის" თქვენი მხარდაჭერა. ვწუხვარ იმის გამო, რომ ეს თასი ვერ გაჩუქეთ, რომელსაც იმსახურებთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ვცადეთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. გუნდმა ამ სეზონში მთელი გული ჩადო და განსაკუთრებით ბოლო მატჩში. ეს ჩემი სეზონის შეფასებაა, რომელიც დასრულდა. არ ვიცი, ბედნიერია თუ არა ეს დასასრული, მაგრამ ვამაყობ, რომ ამ დიდებული კლუბის ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვე. Aúpa Alavés!".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.