რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » დავიდსი: "იუვენტუსმა" რონალდუს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს"

დავიდსი: "იუვენტუსმა" რონალდუს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს"

1-06-2017, 01:34
ავტორი: ZZ
ნახვა: 895
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დავიდსი: "იუვენტუსმა" რონალდუს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს"
ტურინის "იუვენტუსის" და ჰოლანდიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა კარდიფში გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა...

"რეალი"? ვფიქრობ, მათი დამარცხების შანსები არსებობს, მაგრამ მადრიდელთა შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლიათ".

"კრიშტიანუ რონალდუ კლასიკური მაგალითია. როცა "რეალს" თამაში არ მისდის, პორტუგალიელს გოლები გააქვს და შეხვედრის შედეგს წყვეტს. "იუვენტუსმა" მას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს".

"ძალიან რთული მატჩი იქნება. იგუაინი და დიბალა კარგები არიან, მაგრამ ისინი ბეილისა და რონალდუს დონეზე არ იმყოფებიან. ვიმედოვნებ, ისინი მომავალში მათ დაეწევიან, მაგრამ ახლა მათგან შორს არიან".

"თუ "იუვენტუსი" გაიმარჯვებს, შეგვიძლია მათ შემადგენლობას ბოლო წლებში ყველაზე ძლიერი ვუწოდოთ. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს. პროგნოზის გაკეთება რთულია"
- განაცხადა დავიდსმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.