რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბეილი: "იმედი არ გამიცრუვდება, თუ ფინალში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დავრჩები"

ბეილი: "იმედი არ გამიცრუვდება, თუ ფინალში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დავრჩები"

2-06-2017, 00:22
ავტორი: ZZ
ნახვა: 643
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბეილი: "იმედი არ გამიცრუვდება, თუ ფინალში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დავრჩები"
გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ RealMadridTV-ს ინტერვიუ მისცა...

გამოჯანმრთელების პროცესი

"სრულად გამოვჯანმრთელდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ზოგჯერ დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი, რათა მწყობრში ჩავმდგარიყავი".

სასტარტო შემადგენლობა ფინალისთვის

"იმედი არ გამიცრუვდება, თუ ფინალში სასტარტო შემადგენლობის მიღმა დავრჩები. იმედგაცრუებული მაშინ დავრჩებოდი ფინალისთვის გამოჯანმრთელება რომ ვერ მომესწრო. ეს ტრავმების მხრივ ჩემთვის ყველაზე რთული სეზონი იყო".

ისკო

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირა ჩინებულად იასპარეზა. მის გამო მოხარული ვარ. ისიც მახარებს, თუ როგორ ეხმარება გუნდს სეზონის დასკვნით ეტაპზე. ერთმანეთს ყოველთვის გავამხნევებთ, რადგან მთავარი ფინალში გამარჯვებაა".

კარდიფი

"ეს განსაკუთრებული დღე იქნება. ფინალი იმ ქალაქშია, სადაც დავიბადე და ტიტულის მოპოვებასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს. წარმოგიდგენია, რას ნიშნავს ამ ქალაქში თასის აღმართვა? თუმცა, ეს ის არ არის, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ. მთავარი მინდორზე გასვლა და გამარჯვებაა".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.