» » მეფე კრიშტიანუ რონალდუ თავისი გვირგვინის დათმობას არ აპირებს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 748
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 3-06-2017, 00:42
3-06-2017, 00:42

მეფე კრიშტიანუ რონალდუ თავისი გვირგვინის დათმობას არ აპირებს

კატეგორია: სიახლეები, ჩემპიონთა ლიგა, ბლოგი

მეფე კრიშტიანუ რონალდუ თავისი გვირგვინის დათმობას არ აპირებს
3 ივნისს, როცა მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება, ევროპა წლის ყველაზე ღირსეულ კლუბს, კონტინენტის მეფეს კვლავ დააჯილდოვებს. თუმცა, ბევრი ამას არ დაეთანხმება, რადგან მათთვის ერთადერთი მეფე კრიშტიანუ რონალდუა...

პორტუგალიელის კოლექციაში ბევრი დიდი ტიტულია, ევროპის ჩემპიონატიდან უეფას სუპერთასამდე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან გასული წლის ჩემპიონთა ლიგამდე. "სამეფო კლუბში" ლიდერობის გარდა, რონალდუს შეუძლია ინდივიდუალური ჯილდოებითაც დაიკვეხნოს, როგორიცაა "ოქროს ბურთი" და FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. ასევე, კიდევ 15 პირადი ტიტულით.

"ბაიერნთან" და "ატლეტიკოსთან" შესრულებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, კრიშტიანუ კარდიფში გასამართი ფინალის წინ 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ლიონელ მესის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი მეხუთე "ოქროს ბურთისკენ" მიიწევს, "იუვეს" კარში გატანილი გოლით შესაძლოა მესის გადაუსწროს და მეექვსე ჯილდოსკენაც გაიწიოს.

კრიშტიანუ ევროპული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ჯერ კიდევ 2008 წელს გახდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. იმ წელს მან ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი პირველად მოიგო და ეს მიღწევა ამტკიცებს, რომ მას სხვადასხვა გუნდებთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია.

ყველა ამ ტიტულის გარდა, რომელიც 32 წლის რონალდუს აქვს, "რეალის" "იუვენტუსთან" გამარჯვებით მადრიდელები 8 აგვისტოს ევროპის სუპერთასზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, დეკემბერში კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულის დაცვას შეეცდებიან.

"რეალს" კი კრიშტიანუსთან ერთად შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ევროპული ფეხბურთის ჭეშმარიტი მეფის სტატუსში ვერავინ შეეცილება, როცა ისინი ბრძოლაში ერთად ერთვებიან.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.