» » რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მე-500 გოლი გაიტანა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 242
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-06-2017, 20:37
4-06-2017, 20:37

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მე-500 გოლი გაიტანა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მე-500 გოლი გაიტანა
"რეალი" პირველი გუნდია, რომელმაც ტურნირის არსებობის ისტორიაში ამ ნიშნულს მიაღწია...

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა: პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 500 გოლზე მეტი (503) გაიტანა. 1992 წელს ახალი ფორმატის შექმნის შემდეგ მადრიდელები ყველაზე შედეგიანები არიან. ისინი "ბარსელონას" (459), "ბაიერნს" (415) და "მანჩესტერ იუნაიტედს" (350) უსწრებენ.

"რეალის" საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მადრიდული გრანდის მაისურით 90 გოლი გაიტანა. პორტუგალიელის შემდეგ რაული (66) და ქარიმ ბენზემა (39) მოდიან. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის პირველი გოლი ივან სამორანომ გაიტანა. მან 1995 წლის სექტემბერში "გრასჰოპერსის" კარი დალაშქრა.

ივან სამორანოს გოლიდან ხუთი წლის შემდეგ ამ ტურნირზე "რეალმა" მე-100 გოლი გაიტანა. მისი ავტორი სავიო გახდა. მან ლისაბონის "სპორტინგის" (4:0) კარი აიღო. 2003 წელს მე-200 გოლი რონალდომ გაიტანა. 2010 წელს მე-300 გოლის ავტორი ქარიმ ბენზემა გახდა. 2014 წელს მე-400 გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო. კარდიფში გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პორტუგალიელმა ტურინის "იუვენტუსის" (1:4) კარი აიღო, მე-500 გოლი გაიტანა და თავისი სახელი ისტორიაში კვლავ ჩაწერა.

კარდიფში გამარჯვების შემდეგ, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში 36 გოლი გაიტანეს. რეკორდი 2013/14 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა გუნდმა 41 გოლი გაიტანა და დესიმა მოიგო.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.