MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 5-06-2017, 00:37
ბეილმა "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

გარეთ ბეილს კარდიფში განსაკუთრებული საღამო ჰქონდა. მან თავის სამშობლოში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კარიერაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მესამედ დაეუფლა და "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა. ბეილი მინდორზე 77-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ნაცვლად შევიდა...

"მილენიუმ სთედიუმზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბეილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "ეს საოცარი სტადიონია. ამ ქალაქმა წარმატება მოგვიტანა. რთული სეზონი იყო. ბევრს ვმუშაობდი და დამიფასდა. ისტორია შევქმენით. დუოდესიმას მოგებით ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, შესვენების შემდეგ კი თავდაჯერებულები ვიყავით".

ბეილმა "რეალის" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი 2013 წლის 14 სექტემბერს "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალის" წინააღმდეგ ჩაატარა. უელსელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობა ექვს ტურნირზე გადანაწილდა: 100 ლა ლიგაში, 38 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 სამეფო თასზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, 2 ესპანეთის სუპერთასზე და 1 ევროპის სუპერთასზე. ამ დროის განმავლობაში გარეთმა აქტივში 67 გოლი და 106 გამარჯვება ჩაიწერა.

ამ ოთხი სეზონის განმავლობაში ბეილმა "რეალთან" ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ლა ლიგა და 1 სამეფო თასი მოიგო.

რამოსის მე-100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ანდალუსიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 59 მატჩი მოიგო და 10 გოლი გაიტანა......

დანილომ "რეალის" მაისურით 50-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

მატეო კოვაჩიჩმა კი "სამეფო კლუბის" მაისურით 50-ე მატჩი მოიგო......

რონალდუმ "რეალის" რიგებში 350-ე მატჩი ჩაატარა

მნიშვნელოვანი მოვლენა პორტუგალიელის კარიერაში......

კროოსმა "რეალის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა

გერმანელი ნახევარმცველის საიუბილეო მიღწევა......

ისკომ "რეალის" მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

ესპანელმა ნახევარმცველმა ამ ნიშნულს ევროპის სუპერთასის მატჩში მიაღწია......

მოდრიჩი: გოლი და მე-100 გამარჯვება "რეალში"

ხორვატმა მადრიდის "რეალის" მაისურით მე-100 გამარჯვება უკრაინაში მოიპოვა......

რამოსმა "რეალის" მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა

ამ დროის მანძილზე კაპიტანმა 55 გოლის გატანა მოახერხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.