რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა

პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა

6-06-2017, 21:44
ავტორი: ZZ
ნახვა: 2214
კომენტარი: 2
საბეჭდი ვერსია
პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა
პეპე სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა...

"ნუ, აი, დადგა ეს დღეც...

2007 წლის 12 ივლისს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ბავშვური განცდებით გავხდი, რომელიც იმ ადგილას მოხვდა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. დღეს, 10 წლის შემდეგ, მე უნდა წავიდე და "რეალის" მაისურის ტარება შევწყვიტო, მაგრამ მას ყოველდღე სიამაყით ვატარებდი.

დღეს მსურს ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა და ამ შესანიშნავი ისტორიის ნაწილი გახდა. მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და კოლეგას, რომლებიც დასახული მიზნებისკენ სვლას აგრძელებენ. ასევე, ვემშვიდობები ქალაქს, რომელიც ჩემი ქალიშვილის დაბადების მომსწრე გახდა. ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრს მივაღწიე და თქვენს სიყვარულს გულში ვინახავ. და ისევ ვამბობ...

საუკეთესო 10 წლის განმავლობაში? აქ ვარჯიში. მუდამ იმათთან ერთად ყოფნა, ვინც ამ კლუბის ნაწილია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში მუდამ დიდებული რამ იყო. თქვენს სიყვარულს გულში შევინახავ.

მადრიდის "რეალი" და თქვენი სიყვარული მუდამ ჩემი ისტორიის და ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება!

მადლობა და მშვიდობით!"
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (2)
Offline Offline jinjo 6 ივნისი 2017 21:52
namdvili madridista midis gundidan
madloba pepe yvelafristvis
          1
Offline Offline Alekoloki 6 ივნისი 2017 22:44
Magari iyo,mebrdzoli
          2

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.