MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" ტეო ერნანდესს არენდით სხვა გუნდში გაუშვებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 7-06-2017, 16:10
"რეალი" ტეო ერნანდესს არენდით სხვა გუნდში გაუშვებს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ტეო ერნანდესის სხვა გუნდში არენდით გაშვებას გეგმავს...

"სამეფო კლუბში" სურთ 19 წლის ფეხბურთელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რაც მადრიდულ გრანდში გაუჭირდება. ტეოს აგენტი ხინეს კარვახალი "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე შეხვდა. პერესმა ერნანდესის აგენტს ამცნო, რომ ზინედინ ზიდანი ტეოს შესაძლებლობებს მაღალ შეფასებას აძლევს, მაგრამ ამავდროულად სურს, რომ ფეხბურთელმა მომავალი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა გუნდში გაატაროს.

"რეალი" ტეო ერნანდესს უკვე შეუთანხმდა, მაგრამ ჯერ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მადრიდელები 19 წლის მცველთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

ამჟამად ერნანდესი "ატლეტიკოს" საკუთრებაა, ხოლო განვლილი სეზონი არენდით "ალავესში" გაატარა.

"ბარსელონა" ერნანდესს უკეთეს პირობებს სთავაზობს. ტეოს მაინც "რეალში" სურს

მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" "ატლეტიკოს" მარცხენა მცველ ტეო ერნანდესის შესაძენად იბრძვიან, რომელიც არენდით "ალავესში" ასპარეზობს......

ტეო ერნანდესი უპირატესობას "რეალს" ანიჭებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ალავესის" მცველ ტეო ერნანდესს მადრიდის "რეალში" თამაშის სურვილი აქვს......

"რეალმა" ტეო ერნანდესს 5 წელიწადში 35 მლნ. ევრო შესთავაზა

"ატლეტიკოს" მცველ ტეო ერნანდესისთვის ბრძოლაში კატალონიის "ბარსელონაც" ჩაერთო......

სიმეონე: "არ მაღელვებს ის საკითხი, გადაბარგდება თუ არა ტეო "რეალში"

"ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ტეო ერნანდესის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა......

"რეალი" - "ატლეტიკო": ოფიციალური სადილი შესაძლოა ტეო ერნანდესის გამო არ გაიმართოს

Onda Cero-ს ინფორმაციით, ლა ლიგის 31-ე ტურში გასამართი მადრიდული დერბის წინ "რეალისა" და "ატლეტიკოს" წარმომადგენელთა ოფიციალური სადილი შესაძლოა არ შედგეს......

სერესო: "რეალთან" ომი არ გვაქვს. ტეო ერნანდესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია"

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ტეო ერნანდესის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებას გამოეხმაურა......

"რეალი" ტეო ერნანდესს შეუთანხმდა

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "ალავესის" მცველ ტეო ერნანდესს "სამეფო კლუბში" 24 მლნ. ევროდ გადაბარგებაზე შეუთანხმდა......

"რეალი" ლუკასის არენდით გაშვებას გეგმავს

ამ ზაფხულს მადრიდის "რეალი" ლუკას სილვას არენდით გაშვებას გეგმავს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.