MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენიტესი: "კასილასს, რამოსს, რონალდუს, ბეილსა და ისკოს არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 22-06-2015, 17:58
ბენიტესი: "კასილასს, რამოსს, რონალდუს, ბეილსა და ისკოს არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ"

რაფაელ ბენიტესის ინტერვირაფაელ ბენიტესის ინტერვიუ...

"როგორც ჩემი პრეზენტაციის დღეს განვაცხადე, ფეხბურთელები გვაძლევენ წარმოდგენას, თუ როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ჩვენ შემტევი ფეხბურთელები გვყავს. ამიტომ, ჩვენი იდეა შემტევი ფეხბურთის თამაშში მდგომარეობს".

"სათამაშო მოდელი და სქემა უნდა გავარჩიოთ. ბევრი ფიქრობს, რომ 4–4–2 და 4–3–3 სათამაშო მოდელია. ეს ასე არ არის".

"ჩვენი სათამაშო მოდელი შემტევ ფეხბურთში, ბურთის კონტროლსა და სწრაფ გადაადგილებაში გამოიხატება. ვეცდებით შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი შევქმნათ და აგრესიული ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენი ფეხბურთი მეტოქეს უნდა მოვახვიოთ, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტები აუცილებლად უნდა გვქონდეს".


შეიცვლის თუ არა ზოგიერთი ფეხბურთელი პოზიციას?

"როგორც იცით, მე და სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებთან კონტაქტი პირველივე დღიდან დავიწყეთ. ვაგროვებდით ინფორმაციას, ვსწავლობდით, თუ რა გაკეთდა სწორად და რა არასწორად გასულ სეზონში. მოვისმინე ფეხბურთელების მოსაზრება, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი თამაშის გაუმჯობესება. ვარჯიშს დავიწყებთ და ვნახავთ, რა იქნება უკეთესი".

"კასილასს, რამოსს, კრიშტიანუ რონალდუს, ბეილსა და ისკოს სათამაშო პოზიციისა და სათამაშო დროის თაობაზე არანაირი მოთხოვნები არ წამოუყენებიათ, როგორც ამას პრესა წერდა. ისეთი სისტემა უნდა მოვიფიქროთ, რომელიც ყველა ფეხბურთელის პოტენციალს სრულად გამოავლენს".
★ ♚ Adviser ♚ ★ 23 ივნისი 2015 12:29

ენას ძვალი არა აქვსო. რა მაგრად საუბრობს. ნეტა ეგრე მაგრად სეზონი ჩაატაროს.

ილიარამენდი "სოსიედადში" დაბრუნებაზე ფიქრობს

ბასკი ნახევარმცველის მომავალი კვლავ გაურკვეველია......

ბენიტესი: "ვიცი, რამდენად რთულია კანტერანოსთვის პირველ გუნდში მოხვედრა"

რაფაელ ბენიტესის პირველი პრესკონფერენცია მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში......

მარკესი: "მომდევნო "ოქროს ბურთი" რონალდუს არ უნდა გადაეცეს"

კატალონიის "ბარსელონას" ექს–მცველი რაფაელ მარკესი მიიჩნევს, რომ 2015 წლის პირველი ნახევრის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის არ უნდა იყოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.