» » ოფიციალური განცხადება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 565
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 14-06-2017, 16:12
14-06-2017, 16:12

ოფიციალური განცხადება

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური

ოფიციალური განცხადება
მადრიდის "რეალი" ეხმაურება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ...

"მადრიდის "რეალი" ჩვენს ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც ყოველთვის საგადასახადოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებდა.

რონალდუ 2009 წელს "რეალში" გადაბარგების დღიდან საგადასახადო ვალდებულებებს მუდამ პირწმინდად ასრულებდა.

"რეალი" სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ კრიშტიანუ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს. "რეალს" იმედი აქვს, რომ სამართლიან ვერდიქტს რაც შეიძლება მალე გამოიტანენ"
- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პროკურატურამ რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი პორტუგალიელს 14,7 მლნ. ევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.