რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » Marca ადასტურებს: რონალდუ "რეალის" დატოვებას გეგმავს

Marca ადასტურებს: რონალდუ "რეალის" დატოვებას გეგმავს

16-06-2017, 18:29
ავტორი: ZZ
ნახვა: 1009
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
Marca ადასტურებს: რონალდუ "რეალის" დატოვებას გეგმავს
სენსაციური ინფორმაცია...

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს დღევანდელ ნომერში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. კრიშტიანუ რონალდუმ ფლორენტინო პერესს ამცნო, რომ მადრიდის "რეალის" დატოვება სურს. პორტუგალიელმა ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ესპანეთის ხელისუფლება გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელმა ეს დანაშაული უარყო, მან კლუბის ხელმძღვანელობას ამცნო, რომ ესპანეთიდან წასვლა სურს და "რეალის" დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

მოგვიანებით კი Marca-მ პორტუგალიელი კოლეგების ინფორმაცია დაადასტურა. ესპანური გაზეთის ინფორმაციით, კლუბმა ოფიციალური განცხადება სწორედ რონალდუსა და პერესის საუბრის შემდეგ გააკეთა და თავისი ფეხბურთელი დაიცვა. ამით მადრიდელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს იმისათვის, რომ კრიშტიანუს გადააფიქრებინონ და გუნდში დატოვონ.

მიუხედავად ამისა, ორივე გამოცემა იტყობინება, რომ რონალდუს "რეალიდან" წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. "სამეფო კლუბმა" კრიშტიანუს შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა და მას მხარი დაუჭირა, რაც ადრე სხვა ფეხბურთელების სიტუაციაში არ გაუკეთებია. პორტუგალიელი გუნდისთვის როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ადრე 32 წლის რონალდუსადმი ინტერესი "პსჟ"-მ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოხატეს. Marca-ს ინფორმაციით, თუ მადრიდელებს პორტუგალიელის სანაცვლოდ შესაფერის თანხას შესთავაზებენ, მათი გზები გაიყრება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.