რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ლუში: "რონალდუ მიიჩნევს, რომ "რეალი" მას არ იცავს"

ლუში: "რონალდუ მიიჩნევს, რომ "რეალი" მას არ იცავს"

16-06-2017, 18:44
ავტორი: ZZ
ნახვა: 1075
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ლუში: "რონალდუ მიიჩნევს, რომ "რეალი" მას არ იცავს"
ახალი "სერიალი" იწყება...

პორტუგალიურ ტელეარხ Sic-ის ჟურნალისტმა ნუნუ ლუშმა, რომელიც რონალდუს პირადად იცნობს, გაზეთ Marca-სთან საუბარში კრიშტიანუს "რეალიდან" წასვლის სურვილზე ისაუბრა. ლუშმა მანამდე გაზეთ A Bola-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია დაადასტურა.

"კრიშტიანუმ ესპანეთის დატოვება ისევ გადაწყვიტა. ის მიიჩნევს, რომ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით მის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგა. გარდა ამისა, რონალდუ თვლის, რომ მის დაცვას არავინ ცდილობს. კრიშტიანუ ახალი კლუბის მოძებნას გეგმავს, რადგან თვლის, რომ სრულიად უდანაშაულოა".

"რონალდუ ამის შესახებ არაფერს იტყვის, მაგრამ მიიჩნევს, რომ "რეალი" მას არ იცავს. არ მსურს ამ თემას ზედმეტად ჩავუღრმავდე, მაგრამ წინა ანალოგიურ სიტუაციებში კლუბი უფრო მტკიცედ იდგა და თავის ფეხბურთელებს იცავდა".

"მადრიდის "რეალმა" ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. კრიშტიანუ ამ სიტუაციის გამო ძალიან გაბრაზებულია და კლუბი სიტუაციას არ აუმჯობესებს. ფეხბურთელს ესპანეთი მოსწონს. ის მადრიდს აღმერთებს. მისი მეგობარი გოგონა ესპანელია, მაგრამ ახლა კრიშტიანუ ვერ გრძნობს, რომ მას იცავენ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.