» » "რეალი" დონარუმას გადაბირებაზე 2018/19 წლების სეზონის წინ იფიქრებს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 302
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 16-06-2017, 20:27
16-06-2017, 20:27

"რეალი" დონარუმას გადაბირებაზე 2018/19 წლების სეზონის წინ იფიქრებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რეალი" დონარუმას გადაბირებაზე 2018/19 წლების სეზონის წინ იფიქრებს
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "მილანის" ახალგაზრდა გოლკიპერის ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებით ინტერესდება...

"რეალის" სურვილია დონარუმა 2018/19 წლების სეზონის წინ გადაიბიროს, როცა გოლკიპერი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. 18 წლის იტალიელს "მილანთან" ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურება და მან კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. დონარუმამ აღიარა, რომ "რეალში" თამაშის სურვილი აქვს.

გარდა ამისა, "რეალის" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეას ტრანსფერზე ზრუნვა საბოლოოდ გადაიფიქრა. მადრიდელები აქცენტს დონარუმაზე აკეთებენ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.