» » რონალდუმ "რეალის" დატოვება ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადაწყვიტა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1350
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 16-06-2017, 22:16
16-06-2017, 22:16

რონალდუმ "რეალის" დატოვება ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადაწყვიტა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური

რონალდუმ "რეალის" დატოვება ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადაწყვიტა
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალის" დატოვება ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადაწყვიტა...

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ამის შესახებ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს აპრილის თვეში ამცნო. აღსანიშნავია, რომ სწორედ მენდეშმა ურჩია რონალდუს ეს ამბავი სეზონის გადამწყვეტი მატჩების წინ არ გაეხმაურებინა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუმ "რეალის" დატოვება ბოლო პერიოდში საგადასახადოსთან არსებული პრობლემების გამო გადაწყვიტა. რონალდუს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამის შესახებ ფლორენტინო პერესსაც კი ამცნო.

კრიშტიანუს 2011-2014 წლების პერიოდში 14,7 მლნ. ევროს დამალვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, პრესა იტყობინება, რომ ფეხბურთელმა ეს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გააკეთა, რომელიც 2010 წელს შექმნა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.