» » Reuters-ის კორესპონდენტი: "რონალდუს გარემოცვამ დიდი აჟიოტაჟი შექმნა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1295
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 17-06-2017, 01:14
17-06-2017, 01:14

Reuters-ის კორესპონდენტი: "რონალდუს გარემოცვამ დიდი აჟიოტაჟი შექმნა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

Reuters-ის კორესპონდენტი: "რონალდუს გარემოცვამ დიდი აჟიოტაჟი შექმნა"
Reuters-ის კორესპონდენტი რიჩარდ მარტინი დარწმუნებულია, რომ ჭორები კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლის თაობაზე იმას ემსახურება, რომ პორტუგალიელს ხელფასი გაუზარდონ...

გუშინ, პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდუ "რეალში" ბედნიერი არ არის და კლუბის დატოვებას გეგმავს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კრიშტიანუს ესპანეთში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ, "რეალი" კი მას საკმარისად არ უჭერს მხარს.

"პირველად არ ხდება, როცა კრიშტიანუ "რეალში" თავისი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს და წასვლაზე აკეთებს მინიშნებას. მან 2012 წელს ინტერვიუში თქვა: "მოწყენილი ვარ და კლუბმა იცის, რატომაც". ამან გულშემატკივრებსა და კლუბის ხელმძღვანელობაში პანიკა გამოიწვია".

"ახლანდელი ნაბიჯი, როცა რონალდუ უკმაყოფილების გამოსახატად თავისი ქვეყნის გამომცემლობას იყენებს, ძალიან მსგავსია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელის გარემოცვამ ამ ამბის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი შექმნა. ისინი ყველა ესპანურ გამომცემლობას დაუკავშირდნენ, რათა A Bola-ს საინტერესო გარეკანზე ინფორმაცია შეეტყობინებინათ"
- განაცხადა რიჩარდ მარტინმა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.