» » "რეალი" ალვარო მორატას შენარჩუნებაზე ფიქრობს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 348
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 17-06-2017, 21:42
17-06-2017, 21:42

"რეალი" ალვარო მორატას შენარჩუნებაზე ფიქრობს

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები

"რეალი" ალვარო მორატას შენარჩუნებაზე ფიქრობს
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ალვარო მორატას შენარჩუნებაზე იფიქროს მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა...

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში თანაგუნდელებს "რეალიდან" წასვლის სურვილის შესახებ ამცნო. კრიშტიანუს ესპანეთში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. თავად ფეხბურთელი თვლის, რომ უსამართლოდ ექცევიან, "რეალი" კი სათანადოდ არ იცავს.

ადრე დაიწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მორატას პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და ესპანელი ფორვარდი წლიურად 12 მლნ. ევროს მიიღებს.

კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირას შეხვდებიან და მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდიც გაიმართება.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.