» » პერესი რონალდუს ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნებას არ აპირებს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1372
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 17-06-2017, 22:08
17-06-2017, 22:08

პერესი რონალდუს ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნებას არ აპირებს

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

პერესი რონალდუს ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნებას არ აპირებს
ფლორენტინო პერესი კრიშტიანუ რონალდუს ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნებას არ აპირებს. ამის შესახებ "რეალის" 70 წლის პრეზიდენტმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს პირადად ამცნო...

კლუბის ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ რონალდუ კლუბს აშანტაჟებს, რათა ხელფასი გაუზარდონ.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბის" დატოვება გადაწყვიტა, რადგან ესპანეთში გადასახადების დამალვაში ედება ბრალი. კრიშტიანუ თვლის, რომ უსამართლოდ ადანაშაულებენ, ბრალი არაფერში მიუძღვის და ამის გამო ესპანეთის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

გარდა ამისა, რონალდუ გაღიზიანებულია იმის გამო, რომ "რეალი" მას მხარდაჭერას არ უცხადებს.

პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 400 მლნ. ევროს შეადგენს. მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი", ერთ-ერთი ჩინური კლუბი და "პსჟ" ინტერესდებიან.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.