» » არგენტინელი ჟურნალისტი: "რონალდუ "რეალის" პრეზიდენტისგან საჯარო გამოსვლას და მხარდაჭერას ელოდა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 854
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 18-06-2017, 02:00
18-06-2017, 02:00

არგენტინელი ჟურნალისტი: "რონალდუ "რეალის" პრეზიდენტისგან საჯარო გამოსვლას და მხარდაჭერას ელოდა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

არგენტინელი ჟურნალისტი: "რონალდუ "რეალის" პრეზიდენტისგან საჯარო გამოსვლას და მხარდაჭერას ელოდა"
არგენტინელმა ჟურნალისტმა მარტინ ლიბერმანმა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მეგობარია, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა პორტუგალიელმა მადრიდის "რეალის" დატოვება...

"რონალდუს შესახებ ყველა ადამიანი კითხვას მისვამდა, მაგრამ არაფრის თქმა არ მსურდა იქამდე, სანამ პირადად მას არ დაველაპარაკებოდი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით".

"ახლა კრიშტიანუ რუსეთშია და პორტუგალიის ნაკრებზეა კონცენტრირებული, მაგრამ ის "რეალზე" ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. რონალდუს მიაჩნია, რომ კლუბმა ის არ დაიცვა. ის ელოდა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთი მათგანი საჯაროდ მხარს დაუჭერდა. კრიშტიანუ თვლის, რომ საგადასახადო ორგანოების მხრიდან ბრალდება უსაფუძვლო და უსამართლოა".

"ვფიქრობ, რონალდუ კლუბის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან სპორტული დირექტორის მხრიდან საჯარო გამოსვლას და მხარდაჭერას ელოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამან კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა გააუარესა".

"ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. რონალდუ იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებზე ფიქრობს"
- განაცხადა ლიბერმანმა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.