» » "კრის, არ მინდა, რომ წახვიდე"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1188
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 18-06-2017, 05:07
18-06-2017, 05:07

"კრის, არ მინდა, რომ წახვიდე"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები

"კრის, არ მინდა, რომ წახვიდე"
ესპანური გამოცემა "MARCA"-ს დღევანდელი ნომერი საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოვიდა...

უკანასკნელ დღეებში მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლას ექცევა, განსაკუთრებით აქტიურობენ ესპანური სპორტული გამოცემები. დღევანდელი (18 ივნისის) ნომერი კი ასეთი სათაურით გამოვიდა: "კრის, არ მინდა, რომ წახვიდე" - აღნიშნული სიტყვები ზინედინ ზიდანს ეკუთვნის. "Marca" იტყობინება, რომ გავრცელებული არაერთი ინფორმაციის შედეგად, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პორტუგალიელს დაურეკა და განუცხადა, რომ გუნდიდან მისი წასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ რონალდუმ კლუბის შეცვლა სერიოზულად განიზრახა, მიზეზად კი ესპანეთის პროკურატურასთან პრობლემები და მადრიდის "რეალზე" განაწყენება სახელდება. ფეხბურთელზე პრეტენზიას მისი ყოფილი კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" აცხადებენ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.