» » Marca: "რეალი" რონალდუს გაყიდვაზე მხოლოდ 200 მლნ. ევროს შემთხვევაში დაფიქრდება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 575
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 19-06-2017, 00:40
19-06-2017, 00:40

Marca: "რეალი" რონალდუს გაყიდვაზე მხოლოდ 200 მლნ. ევროს შემთხვევაში დაფიქრდება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

Marca: "რეალი" რონალდუს გაყიდვაზე მხოლოდ 200 მლნ. ევროს შემთხვევაში დაფიქრდება
მადრიდის "რეალი" თავისი ლიდერისა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის იაფად გაყიდვას არ აპირებს...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" პორტუგალიელის გაყიდვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის სანაცვლოდ 200 მლნ. ევროს შესთავაზებენ. გარდა ამისა, მადრიდელები კიდევ 200 მილიონს დაზოგავენ, რაც კრიშტიანუსთვის დარჩენილ 4 წელიწადში ხელფასის სახით უნდა გადაეხადათ.

რონალდუ უკმაყოფილოა იმით, რომ საგადასახადო მაქინაციების საქმეში კლუბისგან შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვს, პერიოდულად "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკისგან სტვენას იღებს, პრესა კი მის მიმართ უსამართლოა.

კრიშტიანუს გამოსასყიდი თანხა თითქმის მილიარდი ევროა, რასაც ჩინური კლუბებიც ვერ გაწვდებიან.

"რეალის" ხელმძღვანელობა ტელეფონის საშუალებით რონალდუს დაყოლიებას არ შეეცდება (თუმცა, იგივე Marca გვამცნობს, რომ ზიდანი და რამოსი პორტუგალიელს დაუკავშირდნენ). მადრიდელები გეგმავენ რონალდუს, ფლორენტინო პერესისა და ხოსე ანხელ სანჩესის შეხვედრის ორგანიზება მოახდინონ, სადაც მხარეები პორტუგალიელის მომავალზე ისაუბრებენ.

Marca: "რეალი" რონალდუს გაყიდვაზე მხოლოდ 200 მლნ. ევროს შემთხვევაში დაფიქრდება
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.