» » რაული "რეალის" გენერალური დირექტორის დამხმარე გახდება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 252
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 19-06-2017, 18:42
19-06-2017, 18:42

რაული "რეალის" გენერალური დირექტორის დამხმარე გახდება

კატეგორია: სიახლეები

რაული "რეალის" გენერალური დირექტორის დამხმარე გახდება
რაულ გონსალეს ბლანკო 3 ივლისიდან მადრიდის "რეალს" დაუბრუნდება...

39 წლის ესპანელი გენერალური დირექტორის დამხმარე გახდება და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს დაექვემდებარება.

რაული ხელმძღვანელობისა და პერსონალის დამაკავშირებელი უნდა გახდეს. გარდა ამისა, ის საწვრთნელი ბაზის "ვალდებებასის" მმართველი იქნება.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რაული ფლორენტინო პერესის დამხმარე გახდებოდა.

გონსალეს ბლანკო "რეალის" ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა. მადრიდული გრანდიდან წასვლის შემდეგ კი "შალკეში", "ალ-სადსა" და "ნიუ-იორკ კოსმოსში" ასპარეზობდა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.