რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბენზემა "რეალის" მეოთხე კაპიტანი გახდება

ბენზემა "რეალის" მეოთხე კაპიტანი გახდება

25-06-2017, 01:51
ავტორი: ZZ
ნახვა: 878
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბენზემა "რეალის" მეოთხე კაპიტანი გახდება
ქარიმ ბენზემასთვის მომავალი სეზონი განსაკუთრებული იქნება. ფრანგი, რომელიც "სამეფო კლუბში" რვა წლის წინ გადაბარგდა, ახალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის კაპიტნის რანგში დაიწყებს...

პეპეს 30 ივნისს "რეალთან" კონტრაქტი ამოეწურება, ტრადიციის მიხედვით კი გუნდის მეოთხე კაპიტანი ქარიმ ბენზემა გახდება. პორტუგალიელი ცენტრალური მცველის წასვლის შემდეგ, ზინედინ ზიდანს კაპიტანთა კვარტეტის ახალი წევრით ჩანაცვლება მოუწევს.

პირველი კაპიტანი ისევ სერხიო რამოსი იქნება, რომელიც კლუბთან კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს, მარსელო კი გუნდის ვიცე-კაპიტნად დარჩება. მესამე კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ იქნება, თუ ფლორენტინო პერესი მას ესპანეთის დედაქალაქში დარჩენაზე დაითანხმებს. თუმცა, თუ რონალდუ ამ ზაფხულს "რეალს" დატოვებს, მესამე კაპიტანი ბენზემა გახდება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გუნდის მეოთხე კაპიტანია.

ზიზუ ბენზემას სრულ ნდობას უცხადებს. ფრანგი ფორვარდი მთავარი მწვრთნელისგან დიდ მხარდაჭერას იღებს, რადგან ზიდანისთვის ცენტრფორვარდის პოზიცია განხილვას არ ექვემდებარება. მან ეს დაადასტურა, როცა წელიწადნახევრის წინ გუნდი ჩაიბარა. მაშინაც კი, როცა ალვარო მორატას გოლი გოლზე გაჰქონდა და ძირითადში თამაშის პრეტენზია ჰქონდა. უფრო მეტიც, ქარიმმა განვლილ სეზონში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მნიშვნელოვან მატჩში მიიღო მონაწილეობა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.