რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » რონალდუმ მესის 2017 წელს გატანილ გოლებში გადაუსწრო

რონალდუმ მესის 2017 წელს გატანილ გოლებში გადაუსწრო

25-06-2017, 02:05
ავტორი: ZZ
ნახვა: 1137
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
რონალდუმ მესის 2017 წელს გატანილ გოლებში გადაუსწრო
კრიშტიანუ რონალდუმ 2017 წელს კლუბსა და ნაკრებში 33 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 32 გოლია...

რონალდუმ კონფედერაციის თასზე უკვე მეორე გოლის გატანა მოახერხა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუს 2017 წელს კლუბსა და ნაკრებში 33 გოლი დაუგროვდა. ეს ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შემდეგ ჩამონათვალში მესი (32, "ბარსელონა" და არგენტინის ნაკრები), ჰარი კეინი (28, "ტოტენჰემი" და ინგლისის ნაკრები), რობერტ ლევანდოვსკი (27, "ბაიერნი" და პოლონეთის ნაკრები) და ედინსონ კავანი (26, "პსჟ" და ურუგვაის ნაკრები) არიან.

თუ ბოლო ერთ წლის შედეგებს მივიღებთ მხედველობაში (გასული წლის 25 ივნისიდან დღემდე), რონალდუ მესის აქაც უსწრებს. პორტუგალიელის აქტივში 59 გოლია, მესის კი 57 გოლი აქვს გატანილი. ლევანდოვსკისა და კავანის ანგარიშზე 55-55 გოლია.

გარდა ამისა, კრიშტიანუმ ყველა დიდ სანაკრებო ტურნირზე შეძლო გოლის გატანა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო: მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, ოლიმპიურ თამაშებზე და კონფედერაციის თასზე.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline cr.7 25 ივნისი 2017 11:02
roni magari xar
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.