MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მარიანოს გამოსამშვიდობებელი წერილი

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 2-07-2017, 00:16
მარიანოს გამოსამშვიდობებელი წერილი

მარიანო დიასი ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა...

2017 წლის 30 ივნისს მარიანომ "რეალი" დატოვა და "ლიონის" ფეხბურთელი გახდა. მან მადლიერების ნიშნად კლუბს და გულშემატკივრებს მადლობის წერილი დაუტოვა.

"გუშინ "რეალის" ფეხბურთელობა შევწყვიტე. დავტოვე კლუბი, რომელშიც 6 წელი გავატარე. ეს დამეხმარა განვვითარებულიყავი როგორც ფეხბურთელი და უპირველეს ყოვლისა პიროვნება.

კლუბში სრულიად ახალგაზრდა მოვედი, მაგრამ ისე ვტოვებ, როგორც ჩამოყალიბებული მამაკაცი. რთულია დატოვო ის ადგილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. მიუხედავად ამისა, დგება დრო, როცა ახალი მიზნები და გამოწვევები უნდა მივიღო ისეთი მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში, როგორიც "ლიონია".

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, ტექნიკურ პერსონალს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს და კლუბის სხვა წევრებს, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი.

მადლობას ვუხდი ყველა იმ მათგანს, რომელმაც ჩემს აქ ყოფნაში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ყველაზე მეტად "რეალს" ვემადლიერები წარმატებებისა და ტრიუმფისთვის.

ყველაფრისთვის დიდი მადლობა!"

პეპე მადრიდისტებს დაემშვიდობა

პეპე სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დაემშვიდობა......

მედრანის გამოსამშვიდობებელი წერილი

"რეალში" გატარებული ხუთი წლის შემდეგ, ალვარო მედრანი მადრიდისტებს გამოემშვიდობა. ის "ვალენსიაში" გადაბარგდა. თუმცა, მშობლიურ კლუბს არ ივიწყებს......

კასილასი: "არბელოას ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი, რაც "რეალისთვის" გააკეთა"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კიპერი, იკერ კასილასი, ალვარო არბელოას გამოსამშვიდობებელ მატჩს გამოეხმაურა......

ბენიტესი: "ჩემთვის "რეალში" მუშაობა დიდი პატივი იყო"

რაფა ბენიტესი მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა......

რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

დღეს, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუსთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო. პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა......

დერიკის გამოსათხოვარი წერილი

დერიკ ოსედე მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.