რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველები "რეალში" თამაშობენ

მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველები "რეალში" თამაშობენ

8-07-2017, 01:07
ავტორი: ZZ
ნახვა: 1275
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველები "რეალში" თამაშობენ
მადრიდის "რეალს" თავისუფლად შეუძლია განაცხადოს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მცველები ჰყავს...

მარჯვნივ კარვახალი, მარცხნივ მარსელო, ორივე მათგანმა კი მთლიანობაში 22 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 გოლი გაიტანა. ზედმეტი სიტყვების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარვახალი და მარსელო თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები არიან. თუმცა, ამ სიტყვებს ფაქტებიც ადასტურებს. სეზონის განმავლობაში ესპანელი და ბრაზილიელი გუნდს ისტორიული მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარნენ.

კარვახალმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ როგორი მნიშვნელოვანი! ევროპის სუპერთასის ფინალში! თავის მხრივ, მარსელომ მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, აქ სრული თანაფარდობაა. ორმა მათგანმა თანაგუნდელებს 11 ასისტი გაუკეთა. ბრაზილიელი ლა ლიგაში იყო უკეთესი. მან 5 საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთა, ესპანელი კი ჩემპიონთა ლიგაზე გამოირჩეოდა, სადაც აქტივში 5 ასისტი ჩაიწერა.

ორივე ფეხბურთელმა "რეალში" საუკეთესო სეზონი ჩაატარა. კარდიფში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარვახალმა და მარსელომ სეზონის მთავარი მატჩი ჩაატარეს. პირველი გოლის მომენტში რონალდუს ასისტენტობა კარვახალმა გაუწია, ხოლო მარსელომ მარკო ასენსიოს გოლის ორგანიზება მოაწყო.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline Alekoloki 8 ივლისი 2017 14:40
wariori magari kacia : )
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.