რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რონალდუ ლა ლიგაში გოლის გატანას ყოველ 80 წუთში ახერხებს

რონალდუ ლა ლიგაში გოლის გატანას ყოველ 80 წუთში ახერხებს

9-07-2017, 00:52
ავტორი: ZZ
ნახვა: 482
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რონალდუ ლა ლიგაში გოლის გატანას ყოველ 80 წუთში ახერხებს
პორტუგალიელმა ესპანეთის პირველობაზე ჩატარებულ 265 მატჩში 286 გოლი გაიტანა...

კრიშტიანუ რონალდუმ ლა ლიგაში რვა სეზონი გაატარა და თავის ბომბარდირულ ტემპს ინარჩუნებს. 2009/10 წლების სეზონში ლა ლიგაში დებიუტის დღიდან ის გოლის გატანას ყოველ 80 წუთში ახერხებს. მთლიანობაში პორტუგალიელმა 265 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 286 გოლი გაიტანა.

რონალდუმ 160 გოლი "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო 126 გასვლით მატჩებში გაიტანა. გარდა ამისა, ის ესპანეთის ჩემპიონატში სამჯერ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რისი წყალობითაც "ოქროს ბუცს" სამჯერ დაეუფლა. მისი ბომბარდირული მაჩვენებლებიდან ორი სეზონი გამოირჩევა: 2014/15 (48 გოლი) და 2011/12 (46).

გადამწყვეტი გოლები
კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო სეზონის მიწურულს გადამწყვეტი გოლი გაიტანა და 33-ე ლა ლიგის მოგებაში წამყვანი როლი შეასრულა. პორტუგალიელმა ტურნირის ბოლო 4 ტურში 6 გოლი გაიტანა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.