|
ბენზემა:"ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი"
ქარიმ ბენზემა AS-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
ისევ იგივე სურათს ვხედავთ. "რეალს" გააქვს გოლი, შემდეგ კი "ბარსელონა" თავისას იღებს. რას იტყვით თქვენს შესაძლო წარმატებაზე? მართალია, ბოლო მატჩებია ერთი და იგივე ხდება. ვფიქრობ, ოთხშაბათს კარგად დავიწყეთ. მომეწონა პირველი ტაიმი, რომელიც შესანიშნავად ჩავატარეთ. სამწუხარო ფაქტი მეორე ტაიმში მოხდა, როცა კარლეს პუიოლმა გაიტანა. გარწმუნებთ, ამან შეცვალა ყველაფერი. "ბარსამ" ბურთის ფლობა განიმტკიცა და მეორეც გაიტანა. ყველანი დამწუხრებულები ვართ ამ მარცხის გამო, მაგრამ თასია, რომელსაც განმეორებითი შეხვედრაც აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კატალონიელები თავიანთ არენაზე დავამარცხოთ. როგორც ვხედავ, შესანიშნავ განწყობაზე ხართ, მიუხედავად წაგებისა... რადგან მე პირველი თამაშის შემდეგ, იმედი არ დამიკარგავს. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ "ნოუ კამპზე" გამარჯვებისთვის. "სამეფო კლუბი" ძალიან დაცვით სტილში თამაშობდა. თავდამსხმელს უჭირს ასეთი სქემით თამაში, ასე არ გეჩვენებათ? რა თქმა უნდა, თავდამსხმელს უჭირს, როცა გუნდი თავს იცავს. ცოტა შესაძლებლობა გაქვს ბურთის მიღების. იგუაინიც, როგორც მე, დაცვასაც ეხმარებოდა. ჩვენ არ გვქონია მეტოქის კართან მომენტები. თუმცა, უნდა გავიგოთ, რადგან ეს გუნდისთვის კეთდება. მაგრამ მთლიან გუნდს სჯერა წარმატების? რა თქმა უნდა კი. თუმცა, გვესმის, რომ ეს ძალიან რთული იქნება. "ბარსელონა" ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც ასეთები ვართ და არაფერში ჩამოვრჩებით მათ. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მათთან ბრძოლა შეგვიძლია. "ნოუ კამპზე" ერთი აზრით წავალთ: მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩვენ 1:2 ანგარიში ხელს გვაძლევს, რათა არ გამოვეთიშოთ ტურნირს. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ჰგავს, როცა ისინი ფინალში გავიდნენ... ნამდვილად. წავაგეთ პირველი მატჩი, მაგრამ მეორეში მოგებას ვიმსახურებდით. უფრო უნდა ვიმუშავოთ პრესინგზე, რადგან ბევრთან ერთად, მეც შევამჩნიე, რომ არადამაჯერებლად თამაშობენ ასეთ სიტუაციებში. გარდა ამისა, ისინი საჰაერო ბრძოლაში მოიკოჭლებენ. ესეც უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, მანამდე "ატლეტიკი" უნდა დავამარცხოთ, რომელიც კარგად თამაშობს და უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. უნდა მოვიგოთ და ლიდერობა განვიმტკიცოთ. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 21-01-2012 19:05, კომენტარი: 1019, სიახლე: 0
ავტორი: jinjo, თარიღი: 21-01-2012 19:18, კომენტარი: 5456, სიახლე: 0
ავტორი: madridista girl, თარიღი: 21-01-2012 19:24, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ავტორი: (ma)d(ri)dista-mari, თარიღი: 21-01-2012 19:32, კომენტარი: 139, სიახლე: 0
ავტორი: chris.ronaldo, თარიღი: 21-01-2012 22:10, კომენტარი: 266, სიახლე: 0
ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 21-01-2012 22:18, კომენტარი: 1019, სიახლე: 0
ავტორი: chris.ronaldo, თარიღი: 21-01-2012 22:39, კომენტარი: 266, სიახლე: 0
ავტორი: sopo.real, თარიღი: 21-01-2012 22:57, კომენტარი: 418, სიახლე: 0
ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 21-01-2012 23:17, კომენტარი: 1019, სიახლე: 0
ავტორი: chris.ronaldo, თარიღი: 21-01-2012 23:59, კომენტარი: 266, სიახლე: 0
ავტორი: sopo.real, თარიღი: 22-01-2012 01:38, კომენტარი: 418, სიახლე: 0
ავტორი: chris.ronaldo, თარიღი: 22-01-2012 13:57, კომენტარი: 266, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE


















--------------------