MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პერესი ტეო ერნანდესს: "გილოცავ, რადგან უკვე "რეალის" ფეხბურთელი ხარ"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ინტერვიუ თარიღი: 11-07-2017, 15:06
პერესი ტეო ერნანდესს: "გილოცავ, რადგან უკვე "რეალის" ფეხბურთელი ხარ"

გუშინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტეო ერნანდესის პრეზენტაცია გაიმართა...

პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, დასასრულს კი ტეოს 15-ნომრიანი მაისური გადასცა.

"გილოცავ, რადგან უკვე "რეალის" ფეხბურთელი ხარ. შენ ეს საკუთარი ტალანტის და ბრძოლისუნარიანობის წყალობით მოახერხე".

"შენ სწორედ ამ გერბის დაცვა გსურდა, მიუხედავად იმისა, რომ შენი გადაბირებით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებოდნენ. მადრიდისტები შენს სიმტკიცეს და რწმენას არასდროს დაივიწყებენ. შენ ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა იყავი და დაამტკიცე, რომ საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი, ძლიერი და გაბედული ხარ, რათა "რეალში" ითამაშო".

"ეს გულშემატკივრები ყოველთვის შენს გვერდით იქნებიან, რადგან ვიცით, რომ ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვი. გადმოდიხარ იმ კლუბში, რომელსაც 12 ევროპის თასი აქვს და ისტორიაში ყველაზე დიდი კლუბის ნაწილი ხდები. ვიცი, რომ ამ გერბისთვის და შენი ოჯახისთვის ბოლომდე დაიხარჯები".

"შენ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ამ კლუბის მაისური მოგერგო და დარწმუნებული ვარ, ამ მაისურით უამრავ ტიტულს მოიგებ. დღეს იქ ხარ, სადაც თავად გსურდა და "რეალში" დიდებული დღეები გელოდება. გულით გიხდი მადლობას იმისათვის, რომ გსურდა საკუთარი ოცნებები გულშემატკივრებთან ერთად გაგეზიარებინა და ისტორიის წერა უკვე ჩვენთან ერთად გაგეგრძელებინა".


ტეო ერნანდესი

"პრეზიდენტს, კლუბს და გულშემატკივრებს დახვედრისთვის მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი გავხდი. აქ იმისათვის მოვედი, რომ საუკეთესოებისგან ვისწავლო და ერთად უამრავი ტიტული მოვიგოთ. ყველას მადლობა და Hala Madrid!".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ხესუს ვალიეხოს პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 20 წლის ხესუს ვალიეხოს პრეზენტაცია გაიმართა. ფეხბურთელის, რომელმაც გასული სეზონი არენდით "აინტრახტში" გაატარა და საკმარისი გამოცდილება დააგროვა. პრეზენტაცია სამეფო ლოჟაში დაიწყო, სადაც ვიდეორგოლში...

პერესი: "ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ახლა კი საუკეთესო მწვრთნელია"

ფლორენტინო პერესმა ლა ლიგაში გამარჯვებას კომენტარი გაუკეთა......

მადრიდის "რეალმა" მარკო ასენსიო წარადგინა

"სამეფო კლუბმა" ესპანელი ნახევარმცველის პრეზენტაცია გამართა......

რონალდუს, არბელოას, მარსელოს, პეპეს, ბენიტესისა და რეინას ვიდეომიმართვა რაულს

კრიშტიანუ რონალდუმ, ალვარო არბელოამ, მარსელომ, პეპემ, რაფა ბენიტესმა და პეპე რეინამ რაულ გონსალეს ბლანკოსთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს. "ელ კაპიტანო" კვირას კარიერაში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს......

ფლორენტინო პერესი: "მადრიდისტებს უყვარხარ და გაღმერთებენ, კრიშტიანუ!"

კლუბის პრეზიდენტი კრიშტიანუ რონალდუსადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა......

რონალდუ: "როცა "რეალის" ფორმა პირველად მოვირგე, არ მეგონა, თუ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი"

დღეს, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუსთვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო. პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა......

ფლორენტინო პერესი: "სერხიო რამოსი "რეალის" ლეგენდაა"

ოფიციალური ღონისძიების დროს, რომელიც სერხიო რამოსის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას მიეძღვნა, ფლორენტინო პერესი სიტყვით გამოვიდა......

"შენ უკვე "რეალში" ხარ და ვიცოდი, რომ ამაზე ოცნებობდი"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დანილოს პრეზენტაცია გაიმართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.