MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალმა" ალვარო ოდრიოსოლასადმი ინტერესი გაზარდა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 12-07-2017, 23:57
"რეალმა" ალვარო ოდრიოსოლასადმი ინტერესი გაზარდა

Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "რეალ სოსიედადის" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველ ალვარო ოდრიოსოლას გადაბირებით ინტერესდება. ზინედინ ზიდანი ოდრიოსოლას დანილოს შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება...

ახალი კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელმა 10 ივნისს გააფორმა, მას "რეალ სოსიედადთან" 2022 წლამდე აკავშირებს, ხოლო კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა 40 მლნ. ევროა. "რეალი" ამ თანხის გადასახდელად მზად არ არის და იმედს იტოვებს, რომ მოლაპარაკებების დროს ბასკური კლუბი კომპრომისზე წავა.

ალვარო ოდრიოსოლამ კლუბთან კონტრაქტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაახანგრძლივა. მან ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სერბეთთან ითამაშა, ხოლო ამხანაგურ მატჩებში დანიასა და იტალიასთან შეხვედრებში გამოჩნდა მინდორზე. დანიელებთან მატჩში ოდრიოსოლამ თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ალვარომ გასულ სეზონში "რეალ სოსიედადის" მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

"რეალის" ახალი პოლიტიკა ესპანიზაციას და შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, 21 წლის ოდრიოსოლა მადრიდული გრანდისთვის სასურველი კანდიდატია. ამ დროისათვის ფლორენტინო პერესმა შემადგენლობა რამდენიმე ესპანელით დააკომპლექტა. გუნდში მარკო ასენსიო, მარკოს ლიორენტე და ხესუს ვალიეხო არიან. მალე მათ დანი სებალიოსიც შეუერთდება.

ოდრიოსოლა "რეალში" დანი კარვახალის დუბლიორი იქნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზინედინ ზიდანი როტაციების მოყვარულია, დიდია იმის ალბათობა, რომ ალვარო ბევრ სათამაშო დროს მიიღებს.

ოდრიოსოლა "რეალის" სამიზნეა. "რეალ სოსიედადი" 40 მლნ. ევროს ითხოვს

"რეალ სოსიედადის" მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოსოლა მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა......

"იუვენტუსს" დანილოს შეძენა სურს. "რეალი" 30 მლნ. ევროს ითხოვს

იტალიელები მადრიდული გრანდის ბრაზილიელი ლატერალის შესაძენად მზად არიან......

ხესუს ვალიეხო: "რეალში" ვრჩები"

მადრიდის "რეალის" მცველმა ხესუს ვალიეხომ, რომელიც ამჟამად პოლონეთშია და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, Cadena COPE-ს ინტერვიუ მისცა......

ზიდანს მორატას შენარჩუნება სურს

ზინედინ ზიდანი ცდილობს ალვარო მორატა გუნდში დარჩენაზე დაიყოლიოს......

"რეალი" ფელიპეს გადაბირებით ინტერესდება

"პორტუს" ცენტრალურმა მცველმა მადრიდის "რეალის" ყურადღება მიიპყრო......

მარკოს ლიორენტე შესაძლოა "რეალში" დარჩეს

იმის გათვალისწინებით, რომ კანტე "ჩელსიში" გადაბარგდა, დიდი ალბათობით "რეალში" კაზემიროს შემცვლელი მარკოს ლიორენტე იქნება......

ასენსიომ "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა

მადრიდის "რეალმა" მარკო ასენსიოსთან კონტრაქტის 2022 წლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა......

ილიარამენდი "რეალ სოსიედადში" სამედიცინო შემოწმებას გადის

დღეს, ასიერ ილიარამენდი დიდი ალბათობით "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი გახდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.