რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სებალიოსის ტრანსფერი კოვაჩიჩის მდგომარეობას ართულებს

სებალიოსის ტრანსფერი კოვაჩიჩის მდგომარეობას ართულებს

18-07-2017, 00:27
ავტორი: ZZ
ნახვა: 456
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სებალიოსის ტრანსფერი კოვაჩიჩის მდგომარეობას ართულებს
ხორვატი ნახევარმცველის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა...

დანი სებალიოსის მადრიდის "რეალში" გადაბარგებამ ნახევარდაცვაში ფეხბურთელების სიჭარბის პრობლემა კვლავ წინა პლანზე წამოსწია. ამ დროისათვის გუნდში აღნიშნულ პოზიციაზე შვიდი წარმომადგენელია, რომელთაგან ძირითადში მხოლოდ სამი მათგანი მოხვდება: ისკო, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლიორენტე, სებალიოსი და კოვაჩიჩი.

ასე რომ, სათამაშო დროის საძებნელად ერთ-ერთმა მათგანმა გუნდი უნდა დატოვოს და დიდი ალბათობით ეს ფეხბურთელი მატეო კოვაჩიჩი იქნება.

გასულ ზაფხულს "რეალმა" "ტოტენჰემი", "ინტერი", "მილანი" და "ნაპოლი" უარით გაისტუმრა, რომელთაც მატეოს გადაბირების სურვილი ჰქონდათ. ეს გუნდები ხორვატის ხელში ჩაგდებას ამ ზაფხულსაც ცდილობენ.

თავად კოვაჩიჩს "სამეფო კლუბში" დარჩენა და ძირითადისთვის ბრძოლა სურს. ზიდანმა 2016/2017 წლების სეზონში მატეო როტაციის ფეხბურთელის რანგში გამოიყენა (ფეხბურთელმა 39 მატჩში მოედანზე 2154 წუთი გაატარა). კლუბის ხელმძღვანელობა ხორვატთან განშორებას არ აპირებს, სანამ კარგ წინადადებას არ მიიღებს.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.