MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სებალიოსი: "ამ უდიდეს კლუბში იმიტომ მოვედი, რომ ცოდნა მივიღო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 20-07-2017, 23:48
სებალიოსი: "ამ უდიდეს კლუბში იმიტომ მოვედი, რომ ცოდნა მივიღო"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულის დანი სებალიოსის პირველი პრესკონფერენცია...

"მადრიდის "რეალში" გადმობარგების შანსი ყოველდღე არ გეძლევა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდი, მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ნაწილი ვარ".

"გადაწყვეტილება წამიერად მივიღე. სწორედ აქ ყოფნა მსურდა. პრეზიდენტი დამიკავშირდა და ვისაუბრეთ. ჩემთვის "რეალის" გარდა არაფერი არსებობდა. ვიცი, თუ რამდენად კარგია ეს გუნდი და ძირითადში მოსახვედრად ბევრი მუშაობა მომიწევს".


ზეწოლა

"ზეწოლა ყოველთვის იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ "რეალში" თამაში მსურდა და ეს ჩემი მიზანი იყო. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები და ამ მაისურს სიამაყით ვატარებ".

მიზნები თავის პირველ სეზონში

"ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და აქ ყოფნა ძალიან მახარებს. მომწონს, რომ ისეთი ფეხბურთელებისგან მივიღებ ცოდნას, როგორებიც კროოსი და მოდრიჩი არიან. ასევე, კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდები".

"შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. მზად ვარ ვისწავლო და თავდაუზოგავად ვიშრომო, რათა ზიდანს დავუმტკიცო, რომ აქ სათამაშოდ მზად ვარ".

"რეალში" გადმობარგების შემდეგ მუდამ ზეწოლაა, მაგრამ ამის გამო შიში არ ღირს. აქ ყოფნა მახარებს და ვიცი დადგება მომენტი, როცა აქ ყოფნისგან სიამოვნებას მივიღებ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში სათამაშოდ მზად ვარ".


ასენსიოს მნიშვნელობა

"ერთმანეთს გარკვეული პერიოდია ვიცნობთ. ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას მარკომ მითხრა, რომ "რეალში" თამაშის შანსი ხელიდან არ გამეშვა, რადგან ეს ყველა დროის საუკეთესო კლუბია. მისმა მხარდაჭერამ ჩემს აქ ყოფნაში დიდი როლი ითამაშა".

ნიჭი

"ასენსიო ნათელი მაგალითია. მან თავისი ყოველდღიური შრომით "რეალში" სახელი უკვე გაითქვა. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თავდაუზოგავად იშრომო და საკუთარი თვისებები არ დაკარგო".

სერხიო რამოსი

"მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა თვითმფრინავში ავალ და ჩემს თანაგუნდელს შევუერთდები. სერხიომ ახალ კლუბში წარმატებები მისურვა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ცხოვრებაში მსგავსი გზა გამოვიარეთ. რამოსმა კლუბთან კონტრაქტი 19 წლის ასაკში გააფორმა და ჩემი სურვილია ის გავიმეორო, რაც მან გააკეთა".

პოზიცია მოედანზე

"ჩემი საყვარელი პოზიცია მოედნის ცენტრია, სადაც თანაგუნდელებს შანსებს შევუქმნი. მზად ვარ მოვირგო ის როლი, რასაც ზიდანი დამავალებს. ის ჩემი კუმირია და დარწმუნებული ვარ იმას მასწავლის, რაც ადრე არ ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, ზიზუ საუკეთესო ფეხბურთელად მაქცევს".

მორატა

"თითოეულმა თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აქ ნათელი მიზნებით მოვედი და ვიცი, რომ ამას შევძლებ. ამ უდიდეს კლუბში იმიტომ მოვედი, რომ ცოდნა მივიღო და დიდი ხნის განმავლობაში ვიასპარეზო".

ედეგორი: "რეალს" ჩემი სჯერა, მაგრამ გადაწყვიტა კიდევ ერთი წლით "ჰერენვენში" დავრჩე"

"რეალის" ნახევარმცველი მარტინ ედეგორი, რომელიც არენდით "ჰერენვენში" ასპარეზობს, ჰოლანდიაში თამაშზე კომენტარი გააკეთა......

ლუკასი: "ბედნიერი ვარ, რადგან იქ ვიმყოფები, სადაც მსურს"

ლუკას ვასკესი "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა......

ასენსიო: ""ბარსელონას" მაისურს არასოდეს მოვირგებ"

მარკო ასენსიო ესპანურ რადიოსადგურ Cadena SER-ზე პროგრამა "El Larguero"-ს სტუმარი გახდა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა......

პეპე: "ძალიან ბედნიერი ვარ"

კონტრაქტის 2017 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, პორტუგალიელმა მცველმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა......

მატეო კოვაჩიჩი: ""რეალი" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია"

მატეო კოვაჩიჩმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა......

სერხიო რამოსი: "ჩემი ბედნიერება მადრიდშია. რატომ ვხარჯო დრო სხვა კლუბებისთვის?"

სერხიო რამოსი მადრიდის"რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ სიტყვით გამოვიდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.