მოუს 50 ფრაზა
სიახლეები / 27-01-2012, 23:58

მოუს 50 ფრაზა
26 იანვარს, მადრიდის "რეალის" მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს 49 წელი შეუსრულდა. მას, მისი კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის პორტუგალიის, ინგლისის, იტალიის ჩემპიონატები ორ-ორჯერ, ასევე ის, "ჩემპიონთა ლიგის" ორგზის ჩემპიონია, სხვადასხვა კლუბთან ერთად, ასევე გასულ წელს, მან "ბლანკოსთან" ერთად "კოპა დელ რეის" ტიტული მოიგო, რომელიც გუნდს 18 წელი არ ჰქონდა მოგებული.

არავისთვის არ არის საიდუმლო რომ ჟოზე თავისი გამონათქვამებით გამოირჩევა, რუსულენოვანმა საიტმა merengues.ru-მ გამოაქვეყნა მოურინიოს 50 ფრაზა, რომელიც მან მთელი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პრესკონფერენციებზე თქვა...

"მე მსოფლიოში საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოში ჩემზე უკეთესი არავინაა".

"ყველა ისე ოცნებობს "ჩელსის" წაგებაზე, რომ ბოლოსდაბოლოს დავმარცხდებით, ეს დღე კი მთელს მსოფლიოში დასვენების დღედ გამოცხადდება".

"ახალგაზრდა ფეხბურთელები რაღაცით საზამთროს გვანანან, მას შემდეგ რაც შენ მას გაჭრი და გასიჯავ, ასი პროცენტით დარწმუნდები იმაში რომ კარგია. ზოგიერთი საზამთრო გარეგნულად კარგად გამოიყურება თუმცა საშინელი გემო აქვს, ზოგიერთი კი გარეგნულად ცუდად გამოიყურება, მაგრამ გასაოცარი გემო აქვს. ფეხბურთი ახალგაზრდულ და პროფესიონალურ დონეზე-ორი სხვადასხვა განზომილებაა. ხარისხის დაკარგვის გარეშე ერთიდან მეორეზე გადასვლა ადვილი არაა. იმისთვის, რომ გავიგოთ, ნამდვილი "საზამთროს გემო", ახალგზარდა ფეხბურთელები უნდა ვარჯიშობდნენ პროფესიონალებთან, მუდმივად უნდა თამაშობდნენ მათთან ერთად და მათ წინააღმდეგ".

"აბრამოვიჩი ცოლს შორდება? ყველაფერი არც ისე ცუდათაა, მის ცოლს ირინას, შეუძლია კარგი ადვოკატის საშუალებით, თავისთვის მიხაელ ბალაკიც წაგვართვას".

"თქვენ მართლა გინდათ გაიგოთ მოუს პოლიტიკური შესაძლებლობები ? მე 4-3-3 სისტემისკენ ვიხრები".

"ვენგერი მე მაგონებს ადამიანს, რომელსაც სხვების თვალთვალი უყვარს. ასეთ ტიპებს, როგორც წესი სახლში დიდი ტელესკოპი უდგათ, მის საშუალებით ისინი თვალს ადევნებენ თუ რა ხდება სხვის ოჯახებში".

მოუს 50 ფრაზა


"მე უფრო მეტს ვიმუშავებ, თუმცა არ შემიძლია სასწაულების კეთები, ისე როგორც მერლინს და ჰარი პოტერს".

"მე ვაპირებ, საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლას. მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი მწვრთნელი რომელსაც ისეთივე იდეები აქვს როგორც მე".

"ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, რომელიც დაახლოებით სამოცდაათი წლის იქნებოდა და ის ტიროდა. ის ბოლტონში იყო, როდესაც "ჩელსიმ" ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მანამდე 50 წლით ადრე, ის მის მამასთან და ბაბუასთან ერთად ესწრებოდა იმ შეხვედრას, სადაც მისმა გუნდმა ბოლოჯერ მოიგო "პრემიერ ლიგა". დღეს, რათქმაუნდა მისი მამა და ბაბუა უკვე ცოცხლები აღარ არიან. ასეთი შემთხვევები მე აღმაფრთოვანებს".

"მე არც ძველი და არც ახალი მენეჯერების დამცველი არ ვარ. მე მჯერა კარგების და ცუდების, წარმატებულების და წარუმატებლების. გთხოვთ, სულელად ნუ ჩამთვლით, მაგრამ მე "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებული ვარ და შესაბამისად განსაკუთრებულიც".

"არ მინდა უბრალოდ ვარსებობდე, ეს ჩემს ხასიათს ეწინააღმდეგება. ყოველთვის ვიქნები ისეთი როგორიც ახლა, უბრალოდ სხვაობა მხოლოდ პასუხისმგებლობის დონეში იქნება".

"არ მჭირდება, კარგი ხასიათის მქონდე ფეხბურთელები, კარგი პროფესიონალი - ასეთი ადამიანი სჭირდება ჩემს გოგოს".

"არიან ისეთები, რომლებიც გამარჯვების შემდეგ ხარობენ. მე ამისთვის დრო არ მაქვს".

"მე რომ ჩვეულებრივი ცხოვრება მდომოდა "პორტუში" დავრჩებოდი: ლამაზი ცისფერი სავარძელი, მუდმივი მონაწილეობა "ჩემპიონთა ლიგაში", ღმერთი და მას შემდეგ ეგრევე მე."

"არ მაქვს პრობლემები იმის გამო რომ ცნობადი ვარ. ერთხელ, ჩემს ცოლთან და ბავშვებთან "დისნეილენდში" წავედით, უკან რომ დავბრუნდით, ბავშვებმა მთხოვეს, მომდევნო ჯერზე სახლში დავრჩენილიყავით. მაგრამ, ეს არის ის ფასი, რასაც შენ იხდი, იმისთვის რომ დიდ ფეხბურთში იყო".

მოუს 50 ფრაზა


"ჩვენი გუნდის სათამაშო სტილი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იგივეა რაც ომლეტი და კვერცხი. არ იქნება კვერცხი-ვერ მოამზადებ ომლეტს. ყველაფერი კვერცხის ხარისხზეა დამოკიდებული, სუპერმარკეტში შეგიძლია, პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის კვერცხი შეიძინო. ზოგიერთი, უფრო ძვირი კვერცხი საშუალებას გაძლევს უფრო გემრიელი ომლეტი მოამზადო, შესაბამისად, როდესაც სუპერმარკეტში პირველი კლასის კვერცხია, და თქვენ ახერხებთ იქამდე მისვლას, მაშინ პრობლემები გაქვთ".

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში სიყვარულია. ვფიქრობ, უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი სამსახური, გიყვარდეს ხალხი და ისინი ვისთან ერთადაც მუშაობ. თუ არ გიყვარს ცოლი უნდა დაშორდე, თუ არ გიყვარს ბავშვები, მაშინ შენ ადამიანი არ ხარ და უმჯობესია თავი მოიკლა, თუ არ გიყვარს სამსახური, უბრალოდ შენ ის უნდა შეიცვალო".

"თუ შენ ბარაბანზე კარგად გამოგდის დაკვრა, არ უნდა მოუსმინო იმათ ვინც გეუბნება რომ ვიოლინოზე უნდა დაუკრა".

"თვით იესო ქრისტე არ უყვარდა ყველას, ამიტომ მასთან შედარებით მე ვინ ვარ".

"მეგობრები და ახლობლები თვლიან რომ ნერვიულობისგან გავთეთრდი. მაგრამ ეს ასე არაა, მამაჩემიც ადრე გათეთრდა, ფეხბურთი კი-ეს უბრალოდ დიდი ბედნიერებაა."

"თუ თამაშის წინ, ჩემს ფეხბურთელებებს ვაყურებინებ ეპიზოდებს ფილმიდან "გლადიატორი", ისინი სიცილს დაიწყებენ და დაურეკავენ ფსიქიატრს, იმის გასარკვევად გავგიჟდი თუ არა მე".

"იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩემზე ფილმის გადაღებას გადაწყვეტს, ჩემი როლი ჯორჯ კლუნმა უნდა შეასრულოს. ის შესანიშნავი მსახიობია და ჩემი ცოლი თვლის რომ სწორედ ის შემეფერება ყველაზე მეტად".

"მე ჟურნალისტებთან შეხვედრას თამაშის ნაწილად აღვიქვამ. ჩემს თავში თამაში მაშინ იწყება, როდესაც პრეს-კონფერეციაზე იწყება".

"ბოლო ორი წელი "ჩელსისთვის" წარუმატებელი იყო. დაღმასვლა, ჩემი წამოსვლის დღიდან დაიწყო და ეს დამთხვევა არაა".

"არც ისე ადვილია, ფეხბურთში იმის სახელით გამოჩენა, ვინც უკვე მიაღწია თავისაც. მე ამას ჩემი შვილის მაგალითზე ვხედავ. ის უკვე, ჩემი სახელის ზეწოელის ქვეშაა. ამიტომ, პატივს ვცემ რუი აგუასს და მალდინის, მათ შეძლეს ასეთი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და უკვე მიაღწიეს ძალიან ბევრს".

მოუს 50 ფრაზა


"რამდენიმე თვის განმავლობაში, მე დღეში 5 საათი ვსწავლობდი იტალიურ ენას, რადგან ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ გამჭირვებოდა. რანიერი ინგლისში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ახლაც კი ძლივს ამბობს ინგლისურად "დილა მშვიდობისას" ან "დღე მშვიდობისას".

"მე თავს იტალიური ფეხბურთის რობინ ჰუდად ვთვლი, ამიტომაც მომწონს "ინტერში" ყოფნა".

"მილანის მერმა დამადანაშაულა იმიტომ, რომ ინვალიდი ბავშვისთვის ფულის მიცემა მინდოდა, სინამდვილეში კი მე მას ჯვარს ვაძლევდი, რომელიც მე ჩემმა ცოლმა მაჩუქა, მას ოთხი წლის განმავლობაში არ ვიშორებდი. როდესაც სიკეთეს ვაკეთებ, მაშინაც კი მაკრიტიკებენ".

"თუ შენ კამბიასოსთან და ძანეტისთან ერთად ვარჯიშობ და არ ვითარდები, მაშინ შენ თავში ტვინის მაგივრად სხვა რაღაც გიდევს, რომელიც არც თუ ისე კარგად მუშაობს".

"ერთხელ, მკითხეს ვუყურე თუ არა "იუვენტუსის" თამაშს, მე კი ვუპასუხე რომ მხოლოდ ამაურის გოლამდე, რადგან შემდეგ კალმარი მომართევს სადილად".

"თმა შევიჭერი და ახლა ომისთვის მზად ვარ".

"რატომ მაკრიტიკებენ ჩემი კოლეგები ? იმიტომ, იციან რომ მომდევნო დღეს პრესის მთავარ გვერდზე მოხვდებიან. მათთვის ეს უფასო რეკლამაა".

"როცა მინდა რომ ჭკვიან ადამიანს მოვუსმინო-ლაპარაკს ვიწყებ".

"ბარსელონა - ეს კულტურული ქალაქია, რომელიც მთელს მსოფლიოში თეატრებითაა ცნობილი, ეს ბიჭი ლიონელ მესი კი კარგად განსწავლულია, მან შესანიშნავად ისაწვლა კომედიის თამაში".

"ყველაზე მეტად იტალიაში არაკეთილმოსურნეების ხმაური მომწონდა. მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, როგორც თავისუფალმა ადამიანმა თავისუფალ სამყაროში და მაშინვე დაიწყო ხმაური. ეს მე მომწონდა: ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, და მე უკვე სუპერმოტივირებული ვარ".

"მადრიდის "რეალში" ფულის გამო არ გადავსულვარ, მე უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ზედმეტად ბევრს გამოვიმუშავებ ამ ფინანსური კრიზის დროს. ჩემთვის მთავარია მუშაობით მივიღო კმაყოფილება, კარგი იქნება თუ ამას იმ ქვეყანაშიც გაითვალისწინებენ, სადაც ბევრი ცუდი მომენტი მაქვს გატარებული".

"მე არასდროს გავხვდები ლაქია, რათქმაუნდა არც მინდა რომ ვიყო".

"პორტუგალიაში ამბობენ რომ, რაც უფრო დიდია გემი მით უფრო ძლიერია შტორმი. მე ყოველთვის მიმართლებდა, რადგან მუდამ დიდ გემზე ვხვდებოდი: "პორტუ"-პორტუგალიული ფეხბურთის ფლაგმანი, "ჩელსი"-ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანი, "ინტერი"-იტალიური ფეხბურთის ფლაგმანი. ამჟამად მადრიდის "რეალში ვარ, მსოფლიოს ყველაზე ღირსშესანიშნავი ფლაგმანში".

მოუს 50 ფრაზა


"თუ კარგი ძაღლით აპირებ ნადირობას, შესანიშნავი ნადირობა გამოგივა. მაგრამ თუ არ გყავს ძაღლი, სხვა გზა არ არის, კატა უნდა გამოიყენო და ინადირო მასთან ერთად". (ჟოზე მოურინიოს კომენტარი იგუაინის არყოფნის პერიოდში ბენზემას გამოყენებასთან დაკავშირებით)

"უმჯობესია ერთხელ წააგო 0:5, ვიდრე ხუთჯერ 0:1."

"ხოსეპ გუარდიოლა - ფანტასტიკური მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა მის ადგილზე ამ ტიტულის მოგება შემრცხვებოდა".

"მე მომწონს ვიყო მწვრთნელი ტიტულებისთვის".

"ვიბრძოლებთ იმ 40 ქულისთვის, რომელიც აუცილებელია რომ "ლა ლიგაში" დარჩე. მანამ, სანამ ამას არ მივაღწევთ, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება-კლასში დამცირებისთვის თავის არიდება. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ სხვაზე გადავალთ. ქულათა აღების პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიიწეოდეს წინ".

"სავსებით ნორმალურია, როდესაც მცველები-თავდამსხმელებს თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ. შეუძლებელია, მცველმა 90 წუთი ისე ჩაატაროს რომ ერთხელაც არ დაარღვიოს თამაშის წესი. სწორედ ამიტომ არსებობს წითელი და ყვითელი ბარათები და მსაჯები".

"ყველაზე მეტად "ლა ლიგის" მოგება მსურს. "ჩემპიონთა ლიგა" კი "ელ დორადოა", რადგან ყველა გუნდს სურს ფინალში გასვლა და ტიტულის მოგება. აქ, პატარა დეტალები განსაზღვარევენ გამარჯვებულს, და ისე ხდება რომ, ტიტულს იგებს ის გუნდი რომელიც ამას არ იმსახურებს. აი, "ლა ლიგაში" კი, ტიტულს ის ეუფლება, ვინც ამას სამართიანად იმსახურებს".

"მხოლოდ და მხოლოდ მსაჯების ანგარიში წყვეტს ამ მსოფლიოში ყველაფერს".

"მე მოვედი პრესკონფერენციაზე იმიტომ, რომ ჩემი გუნდი დამარცხდა. არ მინდოდა, ასეთი წაგების შემდეგ, ყველა კითხვაზე პასუხი ჩემს თანაშემწეს გაეცა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა პრეს-კონფერენციაზე მოგების შემდეგ მოვსულიყავი".

"არ მანაღვლებს ტრიბუნებიდან ჩემს მიმართ სტვენა. მინდა გითხრათ, ეს ჩემთვის საერთოდ პრობლემაც არაა. ჩემი კარიერის განმავლობაში პირველად დამისტვინეს. დიახ, ეს სიმართლეა. მაგრამ, პირველად ყველაფერი ხდება. "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა უსტვენდა ზიდანს, "ფენომენს", რონალდუს, რომელმაც გასულ სეზონში რეკორდი დაამყარა და "ოქროს ბუცი" მოიგო, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ესტვინათ ჩემთვის".

მოუს 50 ფრაზა


"ცხადია, გამაკრიტიკებენ, თუ რამოსს მარჯვნივ დავაყენებ, რადგან სერხიო დაცვის ცენტრის ნამდვილი ფენომენია. იგივე მოხდება კოენტრაუს მარცხნივ დაყენების შემთხვევაში, ვინაიდან ის საპირისპირო ფლანგზე უკეთესია. დავაყენებ ლასანას დაცვაში ? მაშინ პრობლემები მექნება ნახევარდაცვაში, რადგან ხედირა ტრავმირებულია. არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებს პეპე, კრიტიკის საგანი მაინც მე ვიქნები. თუ ძირითადში იგუაინი ითამაშებს, კრიტიკას კვლავ მე მივიღებ, რადგან ბენზემა არ დავაყენე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. თუ პირიქით მოვიქცევი, მაშინაც ყურადღების ეპიცენტრში მე ვიქნები, ვინაიდან იგუაინმა მშვენივრად ითამაშა "მალიორკასთან". ყველაზე კარგია წახვიდე კინოში და უბრალოდ არ იფიქრო კრიტიკაზე".

"მე არ ვიცვლები, მე ჟოზე მოურინიო ვარ, მისი კარგი თვისებებით და კარგი დეფექტებით".


ინფორმაციის წყარო: Merengues.ru
ავტორი - we love madrid

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 28-01-2012 00:19, კომენტარი: 1345, სიახლე: 1  
Administrator
ეგ სტატია წავიკითხე უკვე რუსულ საიტზე... საღოლ ავტორ good
კაცი რომელიც გააბრწყინებს რეალს RealMadrid1 RealMadrid1 realfan2

ავტორი: we love madrid, თარიღი: 28-01-2012 00:20, კომენტარი: 238, სიახლე: 110  
Author
MADRIDEL,
მადლობა :)


--------------------

ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 28-01-2012 00:23, კომენტარი: 1345, სიახლე: 1  
Administrator
we love madrid,
თუ გევასება დიდი სტატიების თარგმნა, real-madrid.ru აი ამ საიტზე შედი ძაან მაგარი სტატიები იჩითება, ჟურნალისტები წერენ, შეიძლება იცოდე კიდეც smile

ავტორი: we love madrid, თარიღი: 28-01-2012 00:26, კომენტარი: 238, სიახლე: 110  
Author
ციტატა: MADRIDEL
პასუხი

მადლობა : ) შევალ ხოლმე :)


--------------------

ავტორი: katdeluna, თარიღი: 28-01-2012 00:29, კომენტარი: 439, სიახლე: 0  
User
სგ ავტორ მარა პირველი ორი ხაზი წავიკითხე ( მეტს რა წაიკითხავს :D) მოკლედ შენ საღოლ მე ზარმაც :D


--------------------

ავტორი: RmA.cR7.rK8., თარიღი: 28-01-2012 00:32, კომენტარი: 597, სიახლე: 0  
User
darwmunebuli vaar kargi iqnebaaa wink sg avtooor


--------------------

ავტორი: Anii_Alonso, თარიღი: 28-01-2012 00:34, კომენტარი: 302, სიახლე: 0  
User
ყოჩაღ ავტორ goodjob

ოხ მოუუ მოუუ... მართლა ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებულია wink კაცი კრიტიკა wink ამაყი wink


--------------------

ავტორი: mercho, თარიღი: 28-01-2012 00:44, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
we love madrid,
ოხ ნახევარი წავიკითხე დანარჩენს მერე წავიკითხავ თორე ეხლა ჩამეძინება:Dkatdeluna,
lool


--------------------

ავტორი: cucqira7, თარიღი: 28-01-2012 00:55, კომენტარი: 288, სიახლე: 1  
Friend
დიდი სტატიები დადეთხოლმე კარგი იქნება


--------------------

ავტორი: mercho, თარიღი: 28-01-2012 00:56, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
cucqira7,
ხო მარა წაკითხვა მეზარება lool


--------------------

ავტორი: katenacho, თარიღი: 28-01-2012 01:10, კომენტარი: 31, სიახლე: 0  
User
iyavi maurinio da kaci xar kacuri tu odnav mainc mibaadzav


aba scadet goodjob

ავტორი: mercho, თარიღი: 28-01-2012 01:19, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
ნეტა რამდენი წლისაა მისი გოგო?:D


--------------------

ავტორი: Anii_Alonso, თარიღი: 28-01-2012 01:26, კომენტარი: 302, სიახლე: 0  
User
Zizou,
15 ის ან 16 wink


--------------------

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 28-01-2012 01:33, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704  
Administrator
Zizou,
მიწერე სკაიპში: gansakutrebulisgogo

ასე არის სკაიპში


--------------------

ავტორი: mercho, თარიღი: 28-01-2012 01:43, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
Anii_Alonso,
ცოტა მეტი
Faqo,
სახელი ხო არ იცი?:D


--------------------

ავტორი: gvasa, თარიღი: 28-01-2012 09:20, კომენტარი: 960, სიახლე: 289  
Author
საღოლ ჟოსე ძაან მაგარი კაცია heart2 yes3


--------------------

ავტორი: RauL El CapitanO, თარიღი: 28-01-2012 09:36, კომენტარი: 364, სიახლე: 0  
User
"ცხადია, გამაკრიტიკებენ, თუ რამოსს მარჯვნივ დავაყენებ, რადგან სერხიო დაცვის ცენტრის ნამდვილი ფენომენია. იგივე მოხდება კოენტრაუს მარცხნივ დაყენების შემთხვევაში, ვინაიდან ის საპირისპირო ფლანგზე უკეთესია. დავაყენებ ლასანას დაცვაში ? მაშინ პრობლემები მექნება ნახევარდაცვაში, რადგან ხედირა ტრავმირებულია. არ აქვს მნიშვნელობა სად ითამაშებს პეპე, კრიტიკის საგანი მაინც მე ვიქნები. თუ ძირითადში იგუაინი ითამაშებს, კრიტიკას კვლავ მე მივიღებ, რადგან ბენზემა არ დავაყენე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. თუ პირიქით მოვიქცევი, მაშინაც ყურადღების ეპიცენტრში მე ვიქნები, ვინაიდან იგუაინმა მშვენივრად ითამაშა "მალიორკასთან". ყველაზე კარგია წახვიდე კინოში და უბრალოდ არ იფიქრო კრიტიკაზე".


--------------------

ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 28-01-2012 10:44, კომენტარი: 1019, სიახლე: 0  
User
ვაიმე მოუ გენაცვალე:*:*:*კარგად გამაცინე:DDDD


--------------------

ავტორი: halamadrid, თარიღი: 28-01-2012 11:28, კომენტარი: 4985, სიახლე: 0  
Friend
we love madrid,
სგ ძმა :))


--------------------

ავტორი: (ma)d(ri)dista-mari, თარიღი: 28-01-2012 13:09, კომენტარი: 139, სიახლე: 0  
User
მოუუუ რა მაგარი კაცი ხარ! რა მწარე ენა გაქვს

ავტორი: CoDy SPuRs, თარიღი: 28-01-2012 13:41, კომენტარი: 19, სიახლე: 0  
User
ბრავო კარგია მარა კითხვა დამეძარა shpn

ავტორი: Anii_Alonso, თარიღი: 28-01-2012 13:47, კომენტარი: 302, სიახლე: 0  
User
Zizou,
მეტის არ არი ნამდვილად ზუსტად ვიცი wink მატილდა ქვია smile


--------------------

ავტორი: we love madrid, თარიღი: 28-01-2012 15:16, კომენტარი: 238, სიახლე: 110  
Author
მადლობა ყველას


--------------------

ავტორი: R.K.8, თარიღი: 28-01-2012 15:58, კომენტარი: 1139, სიახლე: 0  
User
მაგარი ხარ მოუუუუუუუ

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი