MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მორატამ "რეალს" უპასუხა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 24-06-2015, 20:56
მორატამ "რეალს" უპასუხა

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ზაფხულის დაწყებისთანავე ალვარო მორატას ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნებას გეგმავს. ესპანელი ფორვარდი "ბებერ სენიორაში" 2014 წლის ზაფხულში 22 მლნ. ევროდ გადაბარგდა, "რეალმა" კი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა...

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბმა" მორატას დაბრუნება განიზრახა, ალვარომ ყოფილი კლუბი უარით გაისტუმრა. ესპანელმა ტურინელთა რიგებში პირველი სეზონი დიდებულად ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი ყოფილი კლუბი გათამაშებას გამოთიშა. მორატამ "რეალს" ორივე მატჩში გაუტანა გოლი და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მიუხედავად ალვაროს მიერ გატანილი გოლისა, "ბებერი სენიორა" "ბარსელონასთან" (1:3) დამარცხდა.

ბოლო პერიოდში მორატას "სანტიაგო ბერნაბეუზე" შესაძლო დაბრუნების შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ესპანელმა ფორვარდმა ინტერვიუში განაცხადა: "ბედნიერი ვარ "იუვენტუსში". გუნდში, რომელმაც ფსონი ჩემზე გააკეთა".

ეს იმას ნიშნავს, რომ ალვაროს "ბებერ სენიორაში" დარჩენა 2019 წლის 30 ივნისამდე სურს, ანუ კონტრაქტის ბოლომდე.

ალეგრი: "ახლა მორატას ფასი 70–80 მლნ. ევროა"

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა......

მორატა: ""იუვეში" ბედნიერი ვარ და წასვლა არ მსურს"

კანტერანოს დაბრუნების შანსები უფრო და უფრო მცირდება......

ბენიტესი მორატას დაბრუნების მომხრეა

რაფაელ ბენიტესს ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას გადმობირების სურვილი აქვს......

მორატამ "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი არ გააკეთა

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა ალვარო მორატამ, ესპანელი ჟურნალისტების კითხვას, დაუბრუნდება თუ არა მადრიდის "რეალს", პასუხი არ გასცა......

"იუვენტუსი" მორატას "რეალში" დაბრუნებას არ გეგმავს

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბი ალვარო მორატას შენარჩუნებას შეეცდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.