რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ალვარო მორატას გამოსამშვიდობებელი წერილი

ალვარო მორატას გამოსამშვიდობებელი წერილი

22-07-2017, 00:01
ავტორი: ZZ
ნახვა: 1398
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ალვარო მორატას გამოსამშვიდობებელი წერილი
ალვარო მორატა მადრიდის "რეალს" და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა...

მადლობა

"ეს განსაკუთრებული დღეა, სულ სხვა... ბევრი რამ, რის შესახებაც საუბარს ვისურვებდი. ბევრი გრძნობა, ბევრი მოგონება, რომელიც ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს. ეს ის დღეა, როცა "რეალში" ჩემი მეორე ეტაპი სრულდება, მაგრამ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ახალი გამოწვევებითაა სავსე. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემს გადაწყვეტილებას არასწორად გაიგებს და მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მოფიქრებული და გააზრებული.

ჩემს სახლს ვტოვებ, რადგან "რეალი" ჩემთვის სწორედ ამასთან ასოცირდება. აქაურობას მშვიდად ვტოვებ და ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, თითოეულ ვარჯიშზე, თითოეულ წუთს, როცა ამ მაისურს ვატარებდი. ვაცნობიერებ იმასაც, რომ გასულ სეზონში მიღწეულ საოცარ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე, როცა 4 ტიტული მოვიგეთ. წელიწადი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება...

"რეალის" მისამართით მხოლოდ სამადლობელი სიტყვები მეთქმის. ამ კლუბის წყალობით გავხდი ის, რასაც დღეს წარმოვადგენ. მსურს ამ დამშვიდობებით კლუბისადმი მადლობა გამოვხატო. მადლობა პრეზიდენტს იმისათვის, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა და პატივისცემით მოეკიდა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, რადგან მათი მუშაობის წყალობით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებთან ერთადაც ეს საოცარი წელი გამოვიარე. მადლობა კლუბის ყველა პერსონალს, რომლებიც ყოველდღიურად თითოეული ფეხბურთელის ცხოვრების გამარტივებას ცდილობენ. და, რა თქმა უნდა, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემი დაბრუნებიდან "სიბელესის" ბოლო ღამემდე მხარს მიჭერდნენ... ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, აგენტს და მეგობრებს, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იმყოფებოდნენ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.