რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბეილი: "გასული სეზონი ჩემთვის ძალიან უცნაური იყო"

ბეილი: "გასული სეზონი ჩემთვის ძალიან უცნაური იყო"

23-07-2017, 20:41
ავტორი: Tiki Taka
ნახვა: 805
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბეილი: "გასული სეზონი ჩემთვის ძალიან უცნაური იყო"
გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ გასული სეზონი მისთვის ძალიან უცნაური იყო. იქვე კი აღნიშნა, რომ მოედანზე ნაადრევად დაბრუნებით შეცდომა დაუშვა...

გასული სეზონი

"გასული სეზონი ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. კარგად დავიწყე, მაგრამ შემდეგ ტრავმები იყო და ოპერაციის გაკეთებაც მომიწია. პლუს ამას, აღდგენით კურსს იმაზე დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდი. ახლა თავდაუზოგავი ვარჯიში და სრული აღდგენაა საჭირო. განსაკუთრებით ბარძაყის არეში, რათა ახალ სეზონს ფორმაში შევხვდე".

ნაადრევი დაბრუნება

"როცა წარსულს გადახედავ, როგორც ფეხბურთელი საკუთარ სხეულსა და ტრავმებზე ბევრს აცნობიერებ. შემდეგში მოედანს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდები, როცა სრულიად ჯანმრთელი ვიქნები. წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, ასე არ მოვიქცეოდი".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

"ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მატჩამდე ექვსი კვირით ადრე ვფიქრობდი, რომ თამაშს ვერ შევძლებდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ხანგრძლივი ვარჯიშები მქონდა. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეთამაშა".

კრიშტიანუსთან ურთიერთობა

"შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთად კარგად ვთამაშობთ, ბევრი გოლი გაგვაქვს და საგოლე გადაცემებსაც ვაკეთებთ".

ისკოსთან კონკურენცია

"სინამდვილეში, ჩვენ ერთი და იგივე პოზიციაზე არ ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. თამაში ორივეს გვსურს, მაგრამ იგივეს თქმა ნებისმიერ ფეხბურთელზე შეგვიძლია".

ამხანაგური "კლასიკო"

"არამგონია გამოთქმა "ამხანაგური კლასიკო" არსებობდეს. მათ წინააღმდეგ თამაშისას მუდამ გამარჯვების სურვილი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ამხანაგურის სტატუსს ატარებს, გამარჯვებას ვეცდებით. ყველაზე მთავარი ფორმაში შესვლაა, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი მალე იწყება".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.