» » სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 605
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 23-07-2017, 23:20
23-07-2017, 23:20

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ

კატეგორია: სიახლეები, ამხანაგურები, ბლოგი

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ
მადრიდის "რეალი" 2017/18 წლების სეზონს იწყებს. რამდენიმე საათში "სამეფო კლუბი" ამ სეზონში თავის პირველ მატჩს ჩაატარებს. ზინედინ ზიდანის შეგირდები International Champions Cup 2017-ის ფარგლებში ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. ამასთან ერთად, სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც (8 აგვისტოს ევროპის სუპერთასზე) მადრიდელთა მეტოქე "ემიუ" იქნება. მოურინიო "რეალს" ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დაუპირისპირდება...

ასე რომ, ამხანაგური მატჩი ამხანაგური სულაც არ იქნება. ის თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება. გაზეთი AS-ი ასეთ სასტარტო შემადგენლობებს პროგნოზირებს:

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ


ვისი დებიუტი შეიძლება შედგეს "ემიუსთან" მატჩში?

"რეალში" შესაძლოა ახალწვეულ ტეო ერნანდესის და კანტერანოების - ლუკა ზიდანის (მეკარე), ლუისმი კესადას (მარცხენა მცველი), ოსკარ როდრიგესის (ფლეიმეიქერი), ფრანჩუს (მარცხენა ფორვარდი), დანი გომესის (ცენტრფორვარდი) და მანუ ერნანდოს (ცენტრალური მცველი) დებიუტი შედგეს. სხვა კანტერანოებს, საუბარია აშრაფსა და ალვარო ტეხეროზე, "რეალის" რიგებში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდათ.

სად ჩატარდება მატჩი?

მატჩი სანტა-კლარაში, ლოს-ანჯელესიდან 570 კმ-ში ჩატარდება. ამ შესანიშნავ შეხვედრას ამერიკული საფეხბურთო კლუბის "San Francisco 49ers"-ის საშინაო არენა "Levi’s Stadium"-ი უმასპინძლებს. ვარაუდობენ, რომ მატჩს 69 000 გულშემატკივარი დაესწრება. ბილეთების ღირებულება 65-დან 525 დოლარამდეა (200 დოლარი "რეალისა" და "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის).

"რეალის" ფეხბურთელები მატჩის წინ Facebook-ის ოფისს ეწვივნენ.

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ


ვინ გამოტოვებს მატჩს?

ამ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს ვერ ვიხილავთ, რომელიც ჯერ კიდევ შვებულებაშია. ასევე, თამაშს გამოტოვებს სერხიო რამოსი, რომელსაც ყურზე პრობლემები აქვს. მოედანზე ვერ ვიხილავთ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრებს - სებალიოსს, ვალიეხოს, მაიორალს, ასენსიოს და ლიორენტეს. ისინი გუნდს 2 დღეა შეუერთდნენ.

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ


ვის დავაკვირდეთ?

სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში თავდასხმის ხაზში გარეთ ბეილსა და ქარიმ ბენზემას ვიხილავთ. თუ "რეალი" ორი თავდამსხმელით ითამაშებს, საინტერესო იქნება, როგორ გაუმკლავდება ამ ამოცანას ბეილი.

თუ შეცვლაზე კანტერანო შემოვა, გუნდმა აუცილებლად ჯარიმა უნდა გამოიმუშავოს და მისი დარტყმა ოსკარს მიანდონ. სტანდარტული სიტუაციების ასეთი ოსტატი რთულად საპოვნელია. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კანტერანო, რომელიც "ლა ფაბრიკამ" აღზარდა, "ხუვენილ A"-ს კაპიტანი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელმაც გასულ სეზონში სამი ტიტული მოიგო.

აშრაფი დაცვის მარჯვენა ფლანგზე უნდა მოგვევლინოს და გვიჩვენოს, მზადაა თუ არა დანი კარვახალის დუბლიორობისთვის. ამჟამად დანილოს წასვლის შემდეგ მეორე მარჯვენა მცველის ადგილი ვაკანტურია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გუნდმა ახალი მარჯვენა მცველი აუცილებლად უნდა შეიძინოს. ჟურნალისტი ენრიკე ორტეგო კი თვლის, რომ "რეალს" აშრაფის გარდა ნაჩო და ლუკას ვასკესი ჰყავს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კარვახალს ჩაანაცვლებენ. ვასკესი "კასტილიაში" ყოფნისას პერიოდულად მარჯვენა მცველის ფუნქციებსაც ითავსებდა. ზოგჯერ ის და კარვახალი პოზიციებს ცვლიდნენ.

ფრანჩუს თამაშიც საინტერესო იქნება. არგენტინელს თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე "პატარა მესი" უწოდეს. თუმცა, ფრანჩუ მარჯვენა ფეხით უკეთ თამაშობს და მისი პოზიცია მარცხენა ფლანგია. ვნახოთ, გამოიჩენს თუ არა თავს დანი გომესი, რომელიც ტექნიკით ქარიმ ბენზემას ჰგავს, მაგრამ ამავდროულად მოძრავი და მებრძოლი თავდამსხმელია. კანტერაში დანიზე ნიჭიერი ფორვარდებიც იყვნენ, მაგრამ ის არასდროს ნებდება და ბოლომდე იბრძვის.

შეკრებაზე თავის გამოჩენა მანუ ერნანდომ მოახერხა. ის საოცრად მშვიდია და თითოეულ სიტუაციას სწორად აფასებს. ცენტრალურ მცველად დაბადებული, მოკრძალებული და მშრომელი.

ლუისმი კესადამ პირველ გუნდში დებიუტი ნამდვილად დაიმსახურა. მან "კასტილიაში" გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, მისმა პარტნიორებმა კი პირიქით. მარცხენა მცველმა თავისი საჯარიმო დარტყმებით ან შორეული გასროლით გუნდი მარცხისგან არაერთხელ იხსნა.

სუპერთასის რეპეტიცია. "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის პრევიუ


"რეალისთვის" მოსამზადებელ ეტაპზე ეს პირველი მატჩი იქნება, მოურინიოს გუნდისთვის კი მეოთხე. "იუნაიტედმა" მადრიდელებთან გასამართ შეხვედრამდე "ლოს-ანჯელეს გალაქსი" (5:2), "რეალ სოლტ ლეიკი" (2:1) და "მანჩესტერ სიტი" (2:0) დაამარცხა. საინტერესოა, რომ მთელი ამ შეკრების განმავლობაში "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთისგან 200 მეტრში ვარჯიშობენ.

ამხანაგური მატჩი, რომელიც ამხანაგურ სულაც არ ჰგავს. შეხვედრის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. მანამდე კი მატჩის პრომოს გთავაზობთ:

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.